Sky Sports-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” უახლოეს მომავალში სერხიო ბუსკეტსს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს.
ფეხბურთელის აგენტმა კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება უკვე გამართა. ახალი ხელშეკრულება 2023 წლამდე იქნება ვადაში, ესპანელი ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა კი 200 მილიონი ევროდან 500-მდე აიწევს.
მოსალოდნელია, რომ ხელმოწერა მომდევნო კვირას შედგება.

კარგია