მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინტერვიუ ლიონელ მესისთან

ინტერვიუ ლიონელ მესისთან

დღეს, ლიონელ მესიმ კატალონიის რადიოსთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის გუნდის კაპიტნობაზე, მეტოქეებზე, ახალ თანაგუნდელებზე და საკუთარ ოჯახზე. 

“ბარსელონას” კაპიტნობა ძალიან საამაყოა, ამას ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. თუმცა, მე ეს მე არ შემცვლის. მოედანზე და მოედნის გარეთ ისეთი ვიქნები, როგორიც ყოველთვის ვიყავი. თანაც, სამკლაურს უკვე მიჩვეული ვარ, რადგან სათადარიგო კაპიტნის სტატუსი წლების განმავლობაში მქონდა. 

ყოფილ კაპიტნებთან ბევრი საერთო მაქვს. ყველანი აქ გავიზარდებ, კლუბის მიმართ ერთნაირი გრძნობები გვაქვს. ალბათ, ყველაზე მეტად ინიესტას ვგავარ, მაგრამ კლუბის შესახებ იმდენივე ცოდნა მაქვს, რამდენიც ჩავის და პუიოლს ჰქონდათ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი დეტალია. 

შემადგენლობის წარდგენის დროს, ჩემი ტექსტი მომზადებული არ მქონდა. უბრალოდ ვიცოდი, რომ უნდა მელაპარაკა და ამისთვის მზად ვიყავი. ის ვთქვი, რასაც იმ მომენტში ვფიქრობდი და რასაც “ბარსელონას” გულშემატკივრები გრძნობდნენ.

ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო წლებში ჩვენი გამოსვლა ცუდი იყო. განსაკუთრებით, შარშანდელი ტურნირი. ახლა კი, ნამდვილად გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ტურნირი მოვიგოთ. 

ლიგა თანდათან ძლიერდება და უფრო დაბალანსებული ხდება. გამოჩდნენ კლუბები დიდი ფინანსური შესაძლებლობებით, ფეხბურთელებს კი ასეთი კლუბები უფრო იზიდავთ. ფეხბურთელი მიდის იქ, სადაც მეტს იხდიან. ეს ცუდი არაა: ყველას აღარ უნდა “ბარსელონასა” და “რეალში” გადასვლა. ინტერესი სხვების მიმართაც გაჩნდა, ასე რომ, დონე თანაბრდება. 

წაგებას ადვილად ვერ ვეგუები. ეს რთულია, ძალიან განვიცდი და დიდი დარტყმის შემდეგ ფეხზე მალევე წამოდგომა მიჭირს. ზოგადად, გუნდიც ასეა, რადგან გამარჯვებას მიჩვეულები ვართ. 

ტიაგოც ხვდება, რას ვგრძნობთ ასეთ დროს. ცდილობს, ამ თემაზე საუბარს თავი აარიდოს, მაგრამ ხანდახან რაღაც წამოცდება, შემდეგ კი საკუთარ თავს იჭერს. “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრებს უკვე ისიც ადევნებს თვალს. 

ადრე მინდოდა, კარგი გამტანი ვყოფილიყავი. დროთა განმავლობაში, ეს შეიცვალა. როცა შანსი მაქვს, კარში ვურტყამ, მაგრამ ასისტების გაკეთება მირჩევნია. 

ავირჩიო ერთი ფეხბურთელი ახალწვეულებიდან? ყველა ძალიან კარგია, მაგრამ, არტურს გამოვარჩევდი. მის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მქონდა, მაგრამ როცა აქ მოვიდა, გამაოცა. მისი სტილი ჩავისას ძალიან წააგავს. უყვარს ბურთის ფლობა, მოკლე პასები და მასზე დაყრდნობა შეიძლება. 

ფანებს ყოველთვის უნდათ, გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ. ჩვენ მიჩვეული ვართ ბურთით დაცვას, ბურთის ფლობაში დომინირებას, თუმცა ბოლო დროს ფეხბურთი უფრო ფიზიკური გახდა და აუცილებლად საჭიროა ისეთი მოთამაშე, როგორიც არტურო ვიდალია. მის გუნდში ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, როცა გასვლით შეხვედრას ატარებ. მაშინ ერთგვარად დაღლილი ხარ და გრძნობ, რომ მეტოქე შენთან უპირატესობას ფლობს. 

“ბარსელონაში” ყველაფერი მაქვს. 13 წლიდან აქ ვარ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში. ჩემი ცხოვრება აქაა. ოჯახი აქ მყავს, შვილები აქ დაიბადნენ, ბარსელონა კი, თუ საუკეთესო არა, დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი მაინც არის. ასე რომ, არსად წასვლა არ მჭირდება”. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (24)

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 04 სექ 2018, 16:35

    ციტატა: KoCheQsa

    ციტატა: anireal90
    Bolo wlebshi dachrdika ucxoplanetelma msgram esec ert erti sauketesoa istoriashi tan asakshic Ari's ukve


    გოგოებმა ფეხბურთს არ.უნდა უყურონ თქო ამდენი ხანია ვამბობ აგერ მტკიცებულება


    es Arc gogoa ragac ucxo warmomavlobaaa gogoebis umravlesobas ubralod arainteresebs fexburti tore visac ainteresebs mshvenivratad azrovnebs bevr Bichs jobian magalitad asetebs

  • KoCheQsa
    schedule 04 სექ 2018, 16:13

    ციტატა: anireal90
    Bolo wlebshi dachrdika ucxoplanetelma msgram esec ert erti sauketesoa istoriashi tan asakshic Ari's ukve


    გოგოებმა ფეხბურთს არ.უნდა უყურონ თქო ამდენი ხანია ვამბობ აგერ მტკიცებულება

  • PHENOMENAL
    schedule 04 სექ 2018, 14:55

    ჩემი უცხოპლანეტელიიი

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 04 სექ 2018, 14:06

    ციტატა: anireal90
    Mesi ROM daichrdila ronisgan bolo wlebshi amas simartle qvia seqtantwbo provokatoroba ki ara :))))


    Ase sacodav arsebaze bichebo rato ishlit nervebs jer rogor laparakobs sofluri mentaliteti verchamoishoraa soflelebtan pretenzia armaqvs ubralod sofelshi Ari's xshiri aseti xalxi magas tavi gavanebot shemodixar da iwerebi sidebileebs xoici raprovokatori vigacac xar uechveli bichixar da tuargezareba ubralod ?? Cirkachob ragacaeebs prostaa risi migweva ginda mtelma saitma rodagamxos yvelaferi eg giswordeba ? Axlaa armitxra chemi azri davafiqsireo aseee dodoy le xalxi sadcudebit prosta gsiamovnebs albat axla mteli saiti rom gajvams aba metiaxsna amas araaq vigacis gulistvis aginebineb saits yvelafers shegergos shentugineba gsiamovnebs iprovokatoree rasmiagwev naxav an ronaldos an mesis shennairi fanebi y leze arkidiaa raga imat aginon deda yvela shengaginebs prosta dafiqrdiii aravin gtxovs mesi aqo aq an sxvavinme ubralod azrmoklebul sibriybes nuwer da nu provokatorob toree ertdgesac vigacas amoasxams gipovis da chagtxris mag klaviaturas pirshi )))