პრმიერა დივიზიონის მეორე ტურში, “ბარსელონა” სტუმრად “ვალიადოლიდთან” ერთად მოედნის საფარსაც დაუპირისპირდა. “ხოსე სორილიას” მინდორი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც ხშირად ბურთს მიმართულებას უცვლიდა და ფეხბურთელებისთვის სახიფათოც იყო.
პირველ ტაიმში, გატანის კარგი შანსი უსმან დემბელეს ჰქონდა, როცა საჯარიმოში კარგად შევიდა, თუმცა ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა. ამის შემდეგ, ანგარიშის გახსნას ხელი რამდენიმეჯერ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა და მასპინძელთა მეკარემ, ჟორდი მასიპმა შეუშალა.
კატალონიელები 57-ე წუთზე დაწინაურდნენ: სერჟი რობერტომ მოედნიდან თითქმის გადასული ბურთი თავით საჯარიმოში დააბრუნა, სადაც ის დემბელეს მიუვიდა, მისი დარტყმის მოგერიება კი მეკარემ ვერ მოახერხა.
ბოლო წამებზე, გოლი “ვალიადოლიდმაც” გაიტანა, თუმცა საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო და თამაშგარე დააფიქსირა.
ასე რომ, “ბარსამ” რთულ პირობებში ლა ლიგის სეზონის მეორე 3 ქულა მაინც მოიპოვა. ამ დროისთვის, ორი მატჩი 10 კლუბს აქვს ჩატარებული და ასეთი შედეგი არცერთ მათგანს არ აქვს.

შტეგენი
სემედუ პიკე უმტიტი ალბა
რაკიტიჩი ბუსკეცი კოუტინიო
(არტური)
მესი
დემბელე მალკომი
დემბელესა და მალკომს შეუძლიათ თამაშისას ფლანგები ცვალონ და ესეც პლიუსია
რობერტო სკამზს ძაან ცოდვაა, გუშინდელი გოლში დემბელეზე მეტი რობერტომ გააკეთა.. მე ვფიქრობ რაკიტიჩი სკამზს უნდა იჯდეს და ძირითად ცენტრად რობერტო მოიაზრებოდეს,სემედუ კი ულაპარაკოთ ძირითადში.
ხო ეგეც შეიძლება
კიდე კაი ტრამვა არავის მიუღია
ესე იგი, სუა სკამზეა გადასაყვანი და შეტევაში დემბელე მალკომს უნდა მიეცეს შანსი, მათ უკან მესი ცეუ ცხრიანზე, როგორც ვილას და პედროს დროს იყო. მარჯვენა ფლანგზე სემედუ აუცილებლად, რობერტო დაცვით ფუნქციებში ვერც შეედრება. რაც შეეხება ცენტრს, აქ ყველაზე რთულადაა საქმე. ბუსკეცი და კოუტინიო უსიტყვოდ, მაგრამ მესამე ნახვერმცველზე დიდი კონკურენციაა. რაკიტიჩი კი კარგია ამჟამად, მაგრამ თუ არტურმა გამოიჩინა წელს თავი მე მაგას დავაყრნებდი. ფორმაცია 4-3-1-2:
შტეგენი
სემედუ პიკე უმტიტი ალბა
რაკიტიჩი ბუსკეცი კოუტინიო
(არტური)
მესი
დემბელე მალკომი
დემბელესა და მალკომს შეუძლიათ თამაშისას ფლანგები ცვალონ და ესეც პლიუსია