23 აგვისტო “ბარსელონას” ლიდერის და ახალი კაპიტნის, ლიონელ მესისთვის განსაკუთრებული თარიღია: ამ დღეს, 10 წლის წინ, მან არგენტინის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო.
2008 წელს ბეიჯინგში გამართულ ოლიმპიადაზე, მესიმ ორი გოლის გატანა მოახერხა. მან ჯგუფში კოტ დივუარის, 1/4 ფინალში კი ჰოლანდიის კარი აიღო. ფინალში არგენტინა ნიგერიას დაუპირისპირდა, ამ მატჩში კი გადამწყვეტი ბურთი ანხელ დი მარიამ შეაგდო.
მესის გარდა, “ბარსას” შემადგენლობაში ოლიმპიადაზე მოპოვებული პირველი ადგილი მხოლოდ რაფინიას აქვს – მან საფეხბურთო ტურნირი ბრაზილიასთან ერთად სამშობლოში, 2016 წელს მოიგო.

რა როჟაა ტო.