ლიონელ სკალონი: არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა მესი ნაკრებში

ლიონელ სკალონი: არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა მესი ნაკრებში

არგენტინის ნაკრების დროებითი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი ადასტურებს, რომ ლეო მესის განაცხადს მიღმა დარჩენა თავად ფეხბურთელმა გადაწყვიტა, მომავალში კი, არ იცის, დაბრუნდება თუ არა ის გუნდში. 

“მესის ტელეფონით ვესაუბრე. გადავწყვიტეთ, ის შემადგენლობაში არ ყოფილიყო. სიმართლე რომ ვთქვა, იმაზე არ გვისაუბრია, თუ რა მოხდება მომავალში. 

ყველამ იცის, რას ნიშნავს მესი არგენტინისთვის. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩვენი დიალოგიც ნორმალური იყო, უბრალოდ დავაზუსტე, რომ ის მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებში არ ითამაშებდა, იმას კი, დაბრუნდება თუ არა ის ნაკრებში, დრო გვიჩვენებს”. – აცხადებს სკალონი. 

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Kingleo10m
    schedule 22 აგვ 2018, 22:33

    კოპა უნდა ითამაშოს ბოლოჯერ

  • fenando torres
    schedule 22 აგვ 2018, 22:11

    ხო არ იცით narshing სად თამაშობს რამდენი წლისა ისე ვიცი რო სწრაფია ჰოლანდიელია

  • Wayne ♛♛♣♣
    schedule 22 აგვ 2018, 21:59

    მესის არ აფასებენ არგენტინაში ერთ თამაშს რო ვერ ითამშებს ეგრევე ნაკრებიდან წასვლაზე საუბრობენ მე რო ვიყო მესის ადგილას არ დავბრუნდებოდი

  • lurjibroweuli
    schedule 22 აგვ 2018, 21:30

    ვფიქრონ კოპა ამერიკაზე დაბრინდება და მსოფლიოზეც ითამაშებს. ბოლომდე უნდა იბრძოლოს სანაკრებო ტიტულისთვის. სანაკრებო მიღწევის გარეშე არ შეიძლება მესის კარიერის დასრულება. მითუმეტეს როდესაც არგენტინაზეა ლაპარაკი და არა რაიმე დაბალი დონის გუნდზე.