მას შემდეგ, რაც კლაუდიო ბრავომ დაზიანება მიიღო, “მანჩესტერ სიტიმ” გადაწყვიტა, მეკარე რაც შეიძლება მცირე დროში დაიმატოს. პეპ გვარდიოლას გუნდის სამიზნე იასპერ სილესენი გახდა. მართალია, პრემიერ ლიგის კლუბებისთვის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია, მაგრამ ინგლისელებს ტრავმირებული მოთამაშის შეცვლის უფლება მაინც აქვთ და “სიტი” სწორედ ამის გამოყენებას აპირებს.
“ბარსელონას” მსგავსად, მანჩესტერში ჰოლანდიელ მეკარეს ძირითად შემადგენლობაში ადგილს ვერ პირდებიან, ანუ იასპერი შეთავაზებით მაინცდამაინც მოხიბლული არ უნდა იყოს, მაგრამ ბრიტანეთში პრემიერ ლიგის გარდა ორი თასი ტარდება, ამასთან ერთად “სიტი” ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის, ეს კი მას მეტი სათამაშო დროის გარანტიას მიცემს.
ინგლისის მოქმედი ჩემპიონები სილესენის შეძენას არ აპირებენ. მათ იჯარა სურთ, რომელიც მოულოდნელად შექმნილი რთული სიტუაციიდან ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.




ijara ara shambala ar unda peps melot tavze? city ic ro daje chven dabolebas cdilobs
ინგლისი დაიკეტა და რაებს ბოდავთ…!?
Iset prikol statiebs chitqvenn sicilit vigudebii
არამგონია სილესენი სიტიში გადავიდეს სიტიშიც მე-2 მეკარე იქნება და ეს მას არ აწყობს დარწმუნებული ვარ, მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტა წასვლა კარგი იქნება კლაუდიო ბრავო ბარსელონას დაუბრუნდეს