მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” პიანიჩს ვეღარ შეიძენს

“ბარსელონა” პიანიჩს ვეღარ შეიძენს

“ბარსელონას” ნახევარდაცვის გაძლიერება ჯერ კიდევ არ დაუსრულებია. იმ ფეხბურთელებს შორის, რომელსაც კატალონიელებს ყველაზე ხშირად უკავშირებენ, ერთ-ერთი მირალემ პიანიჩია, მაგრამ “ბარსა”, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კლუბი, მის შეძენას ვეღარ მოახერხებს: ბოსნიელმა “იუვენტუსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. 

პიანიჩის ახალი ხელშეკრულება, რომლითაც ის იტალიის მუდმივი ჩემპიონის ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე წევრების სამეულში რონალდუსთან და დიბალასთან ერთად შევა, 2023 წლამდე იმოქმედებს. 

ცოტა ხნის წინ, “იუვე” ფეხბურთელის გაყიდვაზე უარს არ ამბობდა, მაგრამ მათ მიერ მოთხოვილი 80 მილიონი ევრო “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა ზედმეტად ჩათვალეს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • lurjibroweuli
    schedule 22 აგვ 2018, 09:21

    ციტატა: (გიო)
    ძაანაც კაი, რა დაინახეს ამაში ისეთი ვენებს რო იჭრიდნენ? მითუმეტეს როცა იუვე საჩემპიონო გუნდს აწყობს მათი კლუბის ერთ-ერთ საკვანძო ფიგრურას რატო გამოგატანდნენ.


    ვერგავიგე ძმაო შენი პოზიცია. ამბობ რადაინახეს ამაში ასეთიო და მერე ამატებ ივენტუსის საკვანძო ფიგურა არისო. მემგონი მთლად ლოგიკურად ვერ არის ეს ორი აზრი ხოო? ისე კი თუ უყურებ ივენტუსის თამაშებს უნდა იცოდე წესით, რომ ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ბურთსაც კარგად ანაწილებს, კარგი პასები აქ, მოედნის ხედვაც შესანიშნავი და ჯარიმებსაც კარგად ურტყამს. და მეტი რაგინდა რო დაინახონ?

  • messiiesta
    schedule 21 აგვ 2018, 23:38

    პოგბა მოვა ჩემი აზრით

  • (გიო)
    schedule 21 აგვ 2018, 23:09

    ძაანაც კაი, რა დაინახეს ამაში ისეთი ვენებს რო იჭრიდნენ? მითუმეტეს როცა იუვე საჩემპიონო გუნდს აწყობს მათი კლუბის ერთ-ერთ საკვანძო ფიგრურას რატო გამოგატანდნენ.