“ბარსელონა” მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველის, არტურო ვიდალის შეძენასთან ძალიან ახლოსაა. Marca-ზე დაყრდნობით, ბრიტანული გამოცემა Express წარმოგვიდგენს ხუთ მიზეზს, თუ რატომ გადაწყვიტა “ბარსამ” იმ ფეხბურთელის დამატება, რომელიც კლუბის გეგმებში სულ ცოტა ხნის წინ საერთოდ არ შედიოდა.
1. ვიდალის ტრანსფერი ერნესტო ვალვერდეს ინიციატივაა. ის პაულინიოს წასვლით უკმაყოფილოა და სურს, გუნდი მისი სტილის მოთამაშით შეავსოს.
2. ჩილელი ფეხბურთელი მოედანზე ყოველთვის ბოლომდე მუშაობს და ძალიან ენერგიულია. მისი შრომა დანარჩენ ნახევარმცველებს, ბუსკეტსს და რაკიტიჩს საქმეს ძალიან შეუმსუბუქებს.
3. ვიდალი საჰაერო ორთაბრძოლებში ძალიან ძლიერია. წყაროს ცნობით, “ბარსელონას” ინტერესის მთავარი მიზეზი სწორედ ესაა. თავით კარგად თამაშით კატალონიური გუნდის ფეხბურთელები განსაკუთრებით არ გამოირჩევიან, ვიდალი კი ამ შესაძლებლობით დაცვის და შეტევის დახმარებას მოახერხებს.
4. არტუროს ხასიათი და გამარჯვებულის მენტალიტეტი კლუბს ძალიან წაადგება. ის ლიდერია და თავის ხასიათს ყოველთვის ავლენს.
5. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოცდილებაა. ის 31 წლისაა და კიდევ რამდენიმე სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებას შეძლებს. ვიდალს ტოპ კლუბებში უთამაშია და “ბარსას” გულშემატკივრებს არ მოუწევთ იმაზე ნერვიულობა, გაამართლებს მისი ტრანსფერი თუ არა.
არტურო ვიდალის დამატება “ბარსელონას” მაქსიმუმ 30 მილიონი ევრო დაუჯდება.

ძალიან კარგია ესეთი ფეხბურთლის ყოლა გუნდში. ჩემი აზრით გამოგვადგება და ალბათ ადაპტაციის გავლაც არ გაუჭირდება
ფასი ვერ გავიგე ზოგან 20იო ზოგან 17 აქ 30
xoda tu chaqiri daayenes msajad pirvelive jarimaze gaagdeben. bavaria realzec tyuilad gaagdes
ძალიან მომწონს ვიდალი, ძლიერი ფეხბურთელია… ვფიქრობ ბოლომდე დაიხარჯება და გაამართლებს კიდეც
არა ეს სხვა ტიპია მაგარი დუხიანი და ჟილკიანი ფეხბურთელია თავს შეაკლავს არ გაახარებს არავის მაგრა გაასწორა ესეთი ერთი უნდა გყავდეს გუნდში
ისე საერთოდ თუ ფლანგის ნახ მცველი გინდათ ჯორჯიან დე არასკაეტა იყიდეთ მაგარია 23 წლისაა და ორივე ფლანგზე თამაშობს
იმედია პაუს დონეს მაინც დადებს ბარსაში. წესით მაგარი მოტივირებული უნდა იყოს ამ ასაკში ბარსაში გადმოვიდა ბოლოს და ბოლოს. ერთი ის თურქი დოდო გვყავდა ფეხებზე რომ დაიკიდა თამაში და ესეც ისე არ მოიქცეს