ბუსკეტსი ახალ კონტრაქტს ითხოვს და წასვლით იმუქრება

ბუსკეტსი ახალ კონტრაქტს ითხოვს და წასვლით იმუქრება

კატალონიური Sport “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს – წყაროს ცნობით, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, სერხიო ბუსკეტსი წასვლით იმუქრება იმ შემთხვევისთვის, თუ კლუბი მას ახალ კონტრაქტს არ გაუფორმებს.

ბუსკეტსმა “ბარსელონასთან” ხელშეკრულება 2016 წლის სექტემბერში გაახანგრძლივა. მოქმედი კონტრაქტი ფეხბურთელს კლუბთან 2021 წლამდე აკავშირებს. გათვალისწინებულია ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გაგრძელების ვარიანტიც. სერხიო წელიწადში 14 მილიონს ხელფასის სახით იღებს, ხოლო ტიტულების მოგების შემთხვევაში, დამატებით კიდევ 2.6 მილიონს. მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა.

კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, 29 წლის ფეხბურთელი მოქმედი კონტრაქტით უკმაყოფილოა და ის კლუბის პრეზიდენტისგან ახალ ხელშეკრულებას ითხოვს. საინტერესოა, რომ სერხიომ ეს მოთხოვნა არა აგენტის საშუალებით, არამედ თავად დააყენა. ფეხბურთელმა ჟოზეპ მარია ბართომეუს მოთხოვნები პირადად გააცნო და ისიც აცნობა, რომ მზადაა იმ კლუბების სია წარუდგინოს, რომლებიც მასში 200 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.

ბართომეუ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან კლუბი სახელფასო ბიუჯეტში შეზღუდულია, არასწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში კი, შესაძლოა, “ბარსამ” UEFA-ს ფინანსური ფეარ ფლეის წესები დაარღვიოს.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (12)

  • ქაქუ
    14 მაი 2018, 09:04

    თუ მართლა 200 იღდიან წავიდეს ტო მაგაზე კარგს რას იზამს მაგ ფასად 2 კარგ ნახევარმცველს იყიდიან

  • ბათუმსკი92
    13 მაი 2018, 22:32

    ჭორია არ დაიჯეროთ

  • Bakero
    13 მაი 2018, 19:37

    კატალონიური გამოცემა " Sport " სად წერია ბლიად ? ყველაფერი წავიკითხე ზღაპრები ბლიად თან ბუსკეტსს რომ დააბრალებ ეგეთ ზღაპრებს 🙂

  • givi pavlovichi
    13 მაი 2018, 18:29

    ტყუილია…დეზინფორმაციაა!

  • ROUCH
    13 მაი 2018, 18:07

    იმედია სიმართლე არაა თავი არ შემაზიზღოს

  • messi and iniesta
    13 მაი 2018, 16:05

    14 მილიონი ინის და სუროს არ აქვთ მემგონი და ამას რატო უნდა ჰქონდეს მეტი და კიდევ მომატება უნდა. ინის და ბუსკეს წასვლა ერთ წელს ნამდვილად მეხის დაცემა იქნება ჩავთვალოთ რომ ბარსა მის სტილს უფრო დარვიწყებს

  • Don_Andresito
    13 მაი 2018, 15:49

    მოდი ჩესნად ვთქვათ, ბაზარი არაა ბუსი ჩვენია და მაგარია მარა ესე გუნდის წველა არაა სწორი თან ამ დროს. უმტიტის თუ გაუვიდა ბუსკეტს გაუვიდა მერე ყველა მოითხოვს, პიკეა რიგში და დემბელე კოუსთვის ცუდი მაგალითია ეგ. ამიტო უნდა გაუშვან ბართომ ზოგზოგიერთები ნაჰუიზე. მათ შორის ბუსიც. თუ ვინმე 200 იხდის კიდე წავიდეს, ბუსი შეუცვლელია მარა 200 ად 2 ტოპ ნახევარმცველი მოგვივა, სავიჩი კანტე და ფულიც დარჩება. და სადაც რონალდინიო ჩანაცვლდა თავის დროზე და სხვები კიდე იქ ბუსიც ჩანაცვლდება. სიტიში მიუწევს გული და წავიდეს ჰაა, ნახავს როგორ დაჩაგრავენ ინგლისში ფიზიკურად სუსტ და ნელ ფეხბურთელს. ბარსაშია ეგ ძLიერი და შეუცვლელი ამ ფეხბურთელების გვერდით და ამ სტილით თორე სხვაგან დაიჩაგრება. 200 ად წავიდეს თუ იმუქრება

  • dshvelidze
    13 მაი 2018, 15:11

    რა სჭირთ ამ ჩემისებს.ესეიგი რაც უფრო დიდი ფული გაქვს ადამიანს უფრო მეტი გინდა რა.
    უნდა გადაანაწილოს ამ დებილმა ბართომეუმ თანხები ბიჭებზე ნორმალურად ისე, რომ არავინ ნაწყენი არ დარჩეს.

  • ANRIBARCA
    13 მაი 2018, 14:30

    არამგონია ეს სიმართლე იყოს. 200 მილინს კიდე ბუსკეცში არავინ გადაიხდის მითუმეტეს რო ძაან მოუკლო ბოლო პერიოდია.

  • lesane C
    13 მაი 2018, 12:50

    იმედია სიმართლე არ არის(მარა არაფერია გამორიცხული),ისე კი არ ეკადრება ბუსკეცს ასეთი საქციელი

  • davidus2020
    13 მაი 2018, 12:29

    არ მგონია ეს სიმართლე იყოს,ჟურნალისტების მორიგი ჭორია

  • messiiesta
    13 მაი 2018, 10:50

    აუ ეს თუ სიმართლეა გააფსას ამის ნზრეველა დედასაც ვტენე ნაბოთლარი ყოფილა ესე უცებ რამ დაარტყა თავში ამ ქლიავს