“ბარსელონას” ნახევარმცველს, არდა თურან გუნდის დატოვება არ სურს, მიუხედავად ჩინეთიდან ინტერესის საგანისა. “გუანჩჟოუ ევერგრანდი” თურანს სამ წლიან კონტრაქტს, 50 მილიონი ევროთი სთავაზობს.
Mundo Deportivo წერს, რომ “ბარსელონას” ოფიციალური წინადადება ჯერ არ მიუღია, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავად ფეხბურთელს არ სურს ჩინური მილიონების გამო გუნდის დატოვება.
მიმდინარე სეზონში 29 წლის თურქმა ფეხბურთელმა 19 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და გააკეთა 7 შედეგიანი გადაცემა. მისი კონტრაქტი კატალონიელებთან 2020 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.