”სევილიასა” და საბერძნეთის ყოფილმა ვარსკვლავმა ხოტბა შეასხა ”ბლაუგრანას” მწვრთნელს და მედიასთან საუბრისას აღნიშნა: ”ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია ისეთ ადამიანთან საუბარი, როგორიც პეპ გვარდიოლაა.”
1990-იან წლებში ტსარტასი და გვარდიოლა არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს მოედანზე მეტოქეების რანგში, და ის პეპის დიდი გულშემატკივარია: ”მე ყოველთვის აღფრთვანებული ვიყავი მისი თამაშით, და ვთვლი, რომ ის მაშინაც კი მწვრთნელობდა მოედანზე”.
მაშინ, როდესაც გვარდიოლამ აპლოდისმენტები დაიმსახურა ”ბარსას” ხელმძღვანელობის გამო, ტსარტისი თვლის, რომ ”ბარსას” ფეხბურთელებიც იმსახურებენ ქებას: ”გუნდში საჭიროა კარგი ფეხბურთელები, და გვარდიოლას ისინი ყავს. ასევე მნიშვნელოვანია შენი იდეების გადაცემა ფეხბურთელებისათვის, ისევე როგორც მნიშვნელოვანია გუნდში ნიჭიერი მოთამაშეების ყოლა, ხარისხი და ერთსულოვნება”.

ვასილის ტსარტასმა გვარდიოლა შეაქო
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.