პეპ გვარდიოლას პოლიტიკიდან გამომდინარე(”ელ კლასიკოსთან” დაკავშირებული ყველა შეკითხვა გვერდით გადავდოთ), სერხიო ბუსკეთსმა რეპორტიორებს უთხრა: ”ჩვენ უკვე ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგის რამდენიმე თამაში და ჩვენ ყოველთვის უდიდესი პატივისცემით ვექცეოდით ჩვენს ოპონენტებს, ასე რომ ”კლასიკოზე” საუბრის დრო ეხლა არ არის”
”ცხადია თქვენ (ჟურნალისტებს) გინდათ ამაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ გვსურს კონცენტრაცია მოვახდინოთ ”პანათინაიკოსზე”. გაიხსენეთ, რომ ჩვენ ორჯერ ვერ შევძელით ”პანათინაიკოსის” სახლში დამარცხება, და ჩვენ ვიბრძვით სამი უმნიშვნელოვანესი ქულისთვის, რათა შევინარჩუნოთ ჯგუფის ლიდერის პოზიცია. ამ მატჩის შემდეგ დავიწყებთ საუბარს ”კლასიკოზე”” – განაცხადა სერხიომ.
როდესაც თემა შეეხო ”პანათინაიკოსს”, ნახევარმცველმა თქვა: ”ეს არის საშიში მეტოქე და ამჯერად ისინი მოსაგებად სხვაგვარად იმოქმედებენ, ვიდრე მაშინ, ”ბარსელონაში”. ბუსკეტსმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ”პანათინაიკოსის” ფეხბურთელებს, სისეს, გოვოუს და ბოუმსონგს, და დაახასიათა ისინი, როგორც ”უმაღლესი დონის ფეხბურთელები, რომლებსაც უთამაშიათ ევროპულ ტურნირებში”.
მიმდინარე სეზონში თავიანთ ფორმასთან დაკავშირებით ბუსკეტსმა განაცხადა: ”ბოლო დროს ფიზიკურად ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყურებით, გაცილებით უკეთესად, ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც ჩვენ ცოტა არამტკიცენი ვიყავით. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღწევია პიკისთვის და ერთ თამაშში აუცილებლად ვაჩვენებთ საუკეთესო ფორმას”.
”(ინიესტასთან დაკავშირებით) ის ყოველთვის თამაშობდა ძალიან კარგად და ყოველთვის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ეხლა, როდესაც მას აღარ აწუხებს ტრამვები, მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი თამაში უდიდეს სამსახურს გაუწევს როგორც ”ბარსელონას”, ასევე ესპანეთის ნაკრებს.”
ბოლოს კი, როდესაც კრისტიანო რონალდოს მერვე გოლთან დაკავშირებით ჰკითხეს, სერხიომ უპასუხა: ”ჩვენ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას. ეს ჩვენთვის არაფერს ნიშნავს”.
