ოთხშაბათს “ბარსელონა” ჯგუფურ ეტაპზე, თავის მეექვსე მატჩს ჩაატარებს “პანათინაიკოსის” წინააღმდეგ. ამ 5 მატჩიდან მათ აქვთ 2 მოგება ერთი ფრე და 2 მარცხი.
“ბარსელონას” ბერძნებთან გასვლაზე ორი მატჩი აქვს მოგებული. პირველი იყო “აეკი” 2000/01 წლის სეზონში, რომელსაც “ბლაუგრანა” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ხვდებოდა. გუნდს იმ დროისთვის ხელმძღვანელობდა ლორენცო სერა, მათ ის მატჩი 0-1 მოიგეს ლუის ენრიკეს გოლის წყალობით.
მეორე მატჩიც პირველის მსგავსად უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში შედგა “პანიონისის” წინააღმდეგ, 2003/04 წლის სეზონში, როდესაც გუნდს ფრენკ რაიკაარდი წვრთნიდა. ის მატჩი “ბლაუგრანას” გამარჯვებით 0-3 დასრულდა.
პირველად კლუბმა საბერძნეთში 1975/76 წლის სეზონში ითამაშა. ეს იყო უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა “პაოკთან”. გუნდი 0-1 დამარცხდა. მათ არც ისე კარგად ახსენდებათ ეს დრო. შეგახსენებთ, რომ “ბარსა” “პანათინაიკოსთან” მატჩამდე კიდევ 2 ბერძნულ გუნდს ეთამაშა. ”ელინებთან” მათი ადრინდელი ბალანსი ასე გამოიყურება: წაგება და ფრე.


