workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ექსკლუზიური ინტერვიუ

მესის ექსკლუზიური ინტერვიუ

ამ სიახლეში შემოგთავაზებთ მესის ინტერვიუს, რომელიც ლეომ არგენტინულ გაზეთს, ყატარში ყოფნის დროს მისცა. ცნობისთვის ყატარში არგენტინის ნაკრებმა, ბრაზილია 1–0 დაამრცხდა. გამარჯვების გოლი კი მესიმ შეაგდო.

რა სურვილები გაქვს, როგორც ფეხბურთში ისე ცხოვრებაში?

როგორც ფეხბურთელს, ძალიან მსურს ტიტულების მოგება, ეროვნულ ნაკრებთან ერთად. ეს ერთ–ერთი მათგანია, რაც კარიერაში ოცნებად დამრჩა. ღმერთს ვთხოვ, როგორც კლუბში ვიგებ ტიტულებს, ასე მოვიგო ნაკრებში. ცხოვრებაში კი არაფერი მსურს. მე მყავს ჩემი ოჯახი, ხალხი რომლებსაც ვუყვარვარ. ეს ყველანაირ სიმდიდრეზე მეტია.

ფიქრობ, რომ ისე გააგრძელებ თამაშს, როგორც აქამდე?

საბედნიეროდ, მე ვაგრძელებ გოლების გატანას და კარგად თამაშს. ეს ჩემი კარიერის მხოლოდ დასაწყისია. ჯერ კიდევ მრავალი წელი დამრჩა და იმედია, ყველა ოცნებას ავიხდენ.

გიყვარს იმ მატჩების ყურება, რომლებშიც მონაწილეობას იღებ?

არა, მე მათ არ ვუყურებ. შეიძლება მხოლოდ იმ შემთვევაში ვნახო, ჩემი თამაში, უ მას ახალ ამბებში მოვკრავ თვალს ან თუ ძალიან მნივნელოვანი და სანახაობრივი თამაშია.

შენს პიროვნებაზე გვითხარი, როგორ ცხოვრობ?

მე ახლაც ისე ვცხოვრობ, როგორც ადრეულ წლებში. არის ისეთი რაღაცეები რისი გაკეთებისთვისაც არ მცალია. მაგალითად კინოში წასვლა, მაგრამ ჩემი ოჯახი და მეგობრები ყველაზე მნიშვნელოვანია.

როგორი გრძნობაა, როდესაც მსოფლიოში ნომერ პირველი ფეხბურთელი ხარ?

მე ამას არ ვანიჭებ დიდი მნიშვნელობას. სულ ერთია პირველი ვარ, მეორე თუ მესამე. არ მაღელვებს.

გულშემატკივრები გმატებენ მეტ პასუხისმგებლობის უნარს?

რა თქმა უნდა. ცდილობ, რომ იყო საუკეთესო, მოიგო ბევრი ტიტული. საზოგადოება მოქმედებს ამაზე.

არიან ფეხბურთელები, რომლებიც მხოლოდ ოცნებობენ იმაზე, რასაც შენ უკვე მიაღწიე..

ეს შენს ინდივიდუალიზმზეა დამოკიდებული. ამ ყველაფერს შენით უნდა მიაღწიო. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია და ყველას თავისი აზრი აქვს.

კატალონიელი ხალხი უკვე თავისად გთვლის. შენი ოჯახისა და ეროვნული ნაკრების გარდა, რამე დაგრჩენია არგენტინაში?

ძალიან ბევრი რამ. ოჯახსა და ეროვნულ ნაკრებს, რომ თავი დავანებოთ, კარიერის დასრულების შემდეგ საცხოვრებლად, ხომ არგენტინაში უნდა დავბრუნდე.

როგორ ხედავ შენს თავს მომავალში? ცხოვრობ არგენტინაში, მაგრამ რას აკეთებ?

ახლა არ მაქვს იდეა. ჩემი კარიერის დასასრული, ჯერ კიდევ ძალიან შორსაა, ამიტომ არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ერთ დღესაც მე ვიცხოვრებ როსარიოში, ჩემს ოჯახთან ერთად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში