კლასიკო ჯერ კიდევ შორსაა და ერთადერთი გუნდი, რომელიც გვარდიოლას აწუხებს ”ალმერიაა”. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე გვარდიოლა ამტკიცებდა, რომ აუცილებელი ”ალმერიასთან” მატჩზე კონცენტრირება: ”ჩვენთვის უკეთესია ”ალმერიაზე” ვისაუბროთ. მე არ მსურს მოგვივედეს ”ალმერიას” დაუფასებლობა”.
მუშა მოწინააღმდეგე
ლილიოს გუნდს გვარდიოლა 2 თვისებას გამოუყოფს: ძალას და დაცვაში კარგ თამაშს. ”მათ ძალიან ცოტა გოლი გაუტანეს. ისინი სატურნირო ცხრილის ბოლოში სახლში ნათამაშები ფრეების გამო არიან. აღსანიშნია ისიც, რომ სახლში მათ მხოლოდ 1 მატჩი წააგეს. მათ სეზონი დაიწყეს სათამაშო სქემით 3-4-3, შემდეგ გადავიდნენ 4-3-3. ”ატლეტიკოსთან” მატჩი მათ 5 მცველით ითამაშეს. ვერ მიხვდები რა სათამაშო სქემას აირჩევს მთავარი მწვრთნელი და მთავარი სირთულე ამაშია”.
ლილიო
კითხვა, რომელიც ”ალმერიას” მთავარ მწვრთნელ, ხუანმა ლილიოზე დაუსვეს პეპმა აღნიშნა მისი ზემოქმედება მასზე, როგორც ფეხბურთელზე: ”ის იყო მთავარი ფიგურა, როცა მე ფეხბურთელად ვყალიბდებოდი. იმ მწვრთნელთა შორის, რომლებისგანაც რაიმეს სწავლა შემეძლო ის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ლილიო შესანიშნავია, მაგრამ მე მისი დამარცხება მსურს, როგორც მას ჩემი”.
კლასიკო
ხოსეპ გვარდიოლამ არ მოინდომა კლასიკოს შესახებ დისკუსიაში ჩართვა. რათა დაძაბულობა მოეხსნა მან განაცხადა: ”არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება. არ შეიძლება, რომ თქვენი მღელვარება ფეხბურთელებს გადაედოს. ეხლა ყველაზე მთავარია, რომ გუნდმა კარგი შედეგი აჩვენოს. ჯერ ”ალმერიასთან” მატჩი, შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ”პანათინაიკოსი” და ხუთშაბათიდან დავიწყებთ კლასიკოზე ფიქრს”.
შეხვედრა თასზე ”ატლეტიკთან”
”ურთულესი და შესანიშნავი”. ზუსტად ესე აღწერა ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალის მომავალი მატჩი პეპმა. ”ფინალში მოსახვედრათ საჭიროა ”ატლეტიკის” დამარცხება, რომელიც ძალიან რთული მოწინააღმდეგეა. ეს იქნება დუელი სამეფო თასის 2 მეფეს შორის. ყველა მატჩი მათ წინააღმდეგ ძალიან დაძაბულია”.


