workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვეშმა უარყო “ბარსას” შეთავაზება?

ალვეშმა უარყო “ბარსას” შეთავაზება?

კატალონიურ გამოცემა El Mundo Deportivo–ზე დაყრდნობით დანიელ ალვესის კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან გართულდა, მას შემდეგ რაც მისმა აგენტმა განაცხადა, რომ არ არის მისი კლიენტი კლუბის მიერ საბოლოოდ შემოთავაზებულ კონტრაქტის პირობებზე თანახმა. ცნობისთვის დანის ამჟამინდელი კონტრაქტი 2012 წლის ბოლოს ეწურება. დღეს შუადღისით ერთმანეთს “ბარსას” ხელმძღვანელობა და ალვეშის აგენტი, ხოაკინ მაკანესი შეხვდნენ, თუმცა მხარეები შორის მოლაპარაკება არ დასრულდა წარმატებულად. მაკანესმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი არ ეთანხმება “ბარსას” შემოთავაზებას. მისი თქმით მათ ბევრად უკეთესი პირობები შესათავაზა რამდენიმე ინგლისურმა კლუბმა. კლუბს ოფიციალურად არ უთქვამს, რომ ეს ბოლო შეთავაზება იყო, რადგანაც მათ არ სურთ ბრაზილიელის დაკარგვა. დღეს აგენტთან საუბარი “ბარსას” ვიცე სპორტულმა დირექტორმა, ხოსეპ მარია ბართოლეევმა, ანდონი სუბისარეტამ და რაულ სანლიმ გამართეს, მაგრამ მათ არ თქვეს, რომ კლუბი ალვეშს აღარ შესთავაზებს უკეთეს პირობებს. ბრაზილიელი მცველის შეძენა, “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის” სურთ. ისინი ალვეშს საკმაოდ სარფიან წინადადებას სთავაზობენ. ახლა კი ყველაფერი ალვეშზეა დამოკიდებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში