”ბარსელონის” კალათბურთელებმა არადამაჯერებლად ითამაშეს ”სიენას” წინააღმდეგ მატჩში. კატალონიელებმა მიმდინარე სეზონში მეორე მარცხი იგემეს ევროლიგაზე.
”რეგალ ბარსელონამ” თამაში აქტიურად დაიწყო, თუმცა დიდი უზუსტობის გამო ისინი დაისაჯნენ. პირველი ტაიმი ”სიენას” გამარჯვებით, 20-12 დასრულდა. მეორე ნახევარში ”ბარსელონელებმა” საგრძნობლად კარგად ითამაშეს და დამაკმაყოფიელებელი შედეგიც მიიღეს. დიდ შესვენებაზე სხვაობა მხოლოდ სამ ქულას შადგენდა (26-23).
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მესამე ტაიმში საბოლოო შედეგი 43-40 იყო. ბოლო მოეთხე ტაიმში ”სიენას” კალათბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვეს, ანგარიშით 76-67.
შეგახსენებთ, რომ ”ბარსელონა” მეორეჯერ დამარცხდა მიმდინარე სეზონში, თუმცა კალათბურთელები მაინც სასურველ ფორმაში იმყოფებიან. ახალწვეულები კი თანდათანობით გუნდს ეწყობიან, რაც ძალიან სასიხარულოა.

”სიენა” 76 – 67 ”ბარსელონა”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.