კატალონიის “ბარსელონა” აქვეყნებს ამ განცხადებას, რათა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენთვის სასტიკად მიუღებელია მინო რაიოლას ბოლოდროინდელი განცხადებები, რადგანაც იგი მორალურ შეურაცყოფას აყენებს ჩვენი გუნდის მწვრთნელს, პეპ გვარდიოლასა და კლუბის ლეგენდას, იოჰან კრუიფს.
ბოლო განცხადება გამოქვეყნებულ იქნა შვედურ გაზეთ ‘Expressen’-ში, ხოლო შემდეგ სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელდა.
ამის აღსაკვეთად კლუბი აპირებს ლეგალური ზომები მიიღოს მინო რაიოლას წინააღმდეგ, რაშიც იგულისხმება მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანა. კლუბი დღეიდან ყველანაირ გადასახადებს უწყვეტს რაიოლას, რომელსაც “ბარსელონასთან” აკავშირებდა ზლატან იბრაგიმოვიჩის ტრანსფერი.
