ცნობილი გახდა ლა ლიგის მე–12 ტურის მატჩების ჩატარების ზუსტი თარიღი და დრო, “ბარსელონა” “ალმერიას” ეწვევა, მატჩი 20 ნოემბერს თბილისის დროით 23 საათზე გაიმართება. ამ დღეს გაიმართება კიდევ ორი მატჩი.
“ვილიარეალთან” და “ალმერიასთან” მატჩს შორის იქნება სანაკრებო თამაშები, ანუ შუა კვირაში (16, 17 ნოემბერს) გაიმართება სანაკრებო მატჩები. ამ თამაშის შემდეგ “ბარსელონა” გასვლაზე ითამაშებს “ჩემპიონთა ლიგაზე” “პანათინაიკოსის” წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ დგება დრო სანატრელი ელ – კლასიკოსი.


