workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პასტორეში 60 მილიონს ითხოვენ

პასტორეში 60 მილიონს ითხოვენ

მოგეხსენებათ, იტალიური “პალერმოს” შემტევი ნახევარმცველით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული. შეიძლება, პასტორეს ტრანსფერთან დაკავშირებულ ჭორებს ბოლო მოეღოს, რადგანაც სიცილიელთა პრეზიდენტი, მაურისიო ძამპერინი არგენტინელში 60 მილიონ ევროს ითხოვს.. ძალიან რთული იქნება იტალიიდან პასტორეს გადმობირება: ” ჩავიერი საოცარი ფეხბურთელია. მე შემიძლია ვთქვა, რომ იგი შეიძლება ახლო მომავალში მესიზე უკეთესი გახდეს,” განაცხადა კლუბის ხელმძღვანელობამ. იტალიური წყაროების თანახმად, ძამპერინი ახალგაზრდა არგენტინელში მინიმუმ 60 მილიონს ითხოვს. ახლა “პალერმო” ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგას: მათ გუნდში ამომავალი ვარსკვლავი ჰყავთ და შეიძლება მისი გაშვება ძვირად დაუჯდეთ. მაურისიო ძამპერინის თქმით, პასტორე სიცილიაში კიდევ მინიმუმ ერთ სეზონს ითამაშებს. დაველოდოთ სეზონის დასრულებას, არაფერია გამორიცხული. შეიძლება, ეს ნიჭიერი ახალგაზრდა მართლაც ვიხილოთ “ბარსაში” 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში