დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ ისაუბრა ბოიან კრკიჩზე. ”რწმენა, რათქმა უნდა, გამომდინარეობს იქიდან, რამდენად გააქვს ფეხბურთელს გოლები და ბოიანი არ არის გამონაკლისი. ის არ უნდა შეიპყროს შიშმა, იმიტომ რომ ის თამაშობს კარგად და ერთ დღესაც გაიტანს გოლს. მე მის მიმართ უფრო დიდი რწმენა მაქვს დღეს, ვიდრე მქონდა რამდენიმე წლის წინ.”
როდესაც თემა გადავიდა რეალ მადრიდზე, გვარდიოლამ კიდევ ერთხელ თქვა უარი პირდაპირი პასუხები გაეცა მაურინიოს პროვოკაციულ გამონათქვამებზე. ”მე პასუხს გაგცემთ იმაზე, რაც თქვენ გაინტერესებთ. მაგრამ თუ არ გიპასუხებთ, ესეიგი ეს არ ღირს ჩემი დროის კარგვად. მე არ მაქვს პრობლემა მაურინიოს ან რეალ მადრიდის საკითხებზე პასუხის გაცემის, მაგრამ არის ისეთი რამ, რომელსაც ჯობია არ შევეხოთ. თუ ერთ დღეს ჩავთვლი, რომ გუნდისთვის ასეა საჭირო, მაშინ გავაკეთებ კომენტარებს.”
მისტერი აანალიზებს, რომ მადრიდი წელს უკეთესად გამოიყურება და ამბობს, რომ მათი დამარცხებისათვის ”ჩვენ უნდა ვედაცოთ და ვითამაშოთ უკეთესად ყველა თამაშში.”
გვარდიოლას ასევე კითხეს გაასაჩივრებდა თუ არა ბარსა პიკეს მიმართ გამოტანილ სანქციას. პიკემ თამაში დაიწყო 4 ყვითელი ბარათით, რაც გულისხმობდა, რომ თუ ის ერთ ყვითელ ბარათს მიიღებდა, გამოტოვებდა მატჩს ვილიარეალთან და ალმერიასთან თამაშს დაიწყებდა სუფთა ფურცლით. ორი ყვითელი ბარათის გამო ის გამოტოვებს მატჩს ვილიარეალთან და ალმერიასთან თამაშისას მას კვლავ 4 ყვითელი ბარათი ექნება. თუ ალმერიასთან მატჩში ის კიდევ მიიღებს გაფრთხილებას, მაშინ ავტომატურად გამოტოვებს მატჩს კამპ ნოუზე რეალ მადრიდის წინააღმდეგ. გვარდიოლამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს გაასაჩივროს პიკეს სანქცია, იმიტომ რომ ”ეს არ ღირს დროის კარგვად. მან მიიღო ორი ყვითელი, რომელიც უდრის წითელს და ის გამოტოვებს მატჩს ვილიარეალთან. ისინი არ აპირებენ, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება.” და აქვე ხუმრობით დაამატა ”გარდა ამისა, ჩვენ ეკონომიკური კრიზისი გვაქვს”

გვარდიოლა: ”ბოიანს ახლა უფრო ვენდობი ვიდრე წინა წლებში”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.