ამ სიახლეში შემოგთავაზებთ მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის კომენტარს, რომელიც “ბარსას” ლეგენდას, იოჰან კრუიფს ეხება…
“არავინ იცის, თუ რამდენი რამის გადატანა მომიხდა, როდესაც მე “ბარსაში” ვმუშაობდი,” განაცხადა ვან გაალმა ინტერვიუში.
“ბაიერნის” მწვრთნელს მხედველობაში იოჰან კრუიფის კრიტიკა ქონდა, რომლის ადრესატიც თავად გახლდათ. “მე მას ვერასდროს ვერ ვაპატიებ იმას, რაც გააკეთა. მე “ბარსაში” ღირსეულად მსურდა მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ კრუიფი ყოველ მხრივ ცდილობდა ხელის შეშლას.”
“იგი “ბარსასთვის” ნამდვილი კერპია, როგორც მაგალითად ული ჰენესი “ბაიერნისთვის”. გულშემატკივრებს ყოველთვის ჯერათ იმის, რასაც ამბობენ, მიუხედავად იმისა ჩახედულნი არიან, თუ არა კლუბის საქმეებში,” განაგრძო ვან გაალმა.
მან ასევე განაცხადა, რომ კრუიფი მას “ყოველ კვირა აკრიტიკებდა. ის ყოველთვის ერთი და იმავეს ამბობდა, მაგრამ ამაზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებდა.”
