workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი კვლავ შეუჩერებელია

მესი კვლავ შეუჩერებელია

მესი ძალზე სტაბილური ფეხბურთელია, ეს მის გოლებზე და თამაშზეც კარგად ისახება. არგენტინელი თითქმის არ “ჩერდება”, იგი გოლების მანქანად ჩამოყალიბდა, შარშან მან 47 გოლის გატანა შეძლო და “ოქროს” ბურთსაც დაეუფლა, წლევანდელი სეზონი მხოლოდ და მხოლოდ ახლა შედის გადამწყვეტ ფაზაში, მას კი უკვე 16 გოლი აქვს გატანილი.

“ხეტაფესთან” გოლი იყო მერვე ესპანეთის ჩემპიონატში, იგი მეორე ადგილზეა, მის წინ მხოლოდ პორტუგალიელი ფეხბურთელი კრისტიანო რონალდუა, მესის წელს უფრო კარგი სტარტი აქვს, ვიდრე შარშან, მან საერთო ჯამში უკვე 16 ბურთი გაიტანა 14 თამაშში, საშუალო მაჩვენებელი თითოეულ თამაშში 1 გოლზე მეტს უდრის, ეს შედეგი მხოლოდ და მხოლოდ აღაფრთოვანებს გულშემატკივრებს.

მესი ესპანეთში უფრო ეფექტური არის გასვლაზე ვიდრე სახლში, მას 5 ბურთი აქვს გასვლაზე, ხოლო 3 სახლში, 2 “სევილიასთან” და ერთიც “მალიორკასთან”.

აღსანიშნავია ისიც, რომ მესი და ვილია ძალიან კარგ ტანდემს ქმნიან, ეს ორი ფეხბურთელი კარგად შეეჩვია ერთმანეთს, ისინი მოედანზე ძალიან კარგად უგებენ, ამის მარტივი დადასტურება “სევილიასთან” და “ხეტაფესთან” მატჩია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში