”ბარსელონას” ხელმძღვანელობას დანიელ ალვესის დატოვება თუ სურს უნდა იჩქაროს.
ამჟამად დანიელი ”ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარეკებებს აწორმოებს. იმ შემთხვევაში თუ ის უარს იტყვის ახალ კონტრაქტზე ”ბარსელონას” ოფისში იმ დღესვე გაჩნდება ”მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები, ხელში ფულით სავსე ჩემოდნებით. კონკრეტულად 34 მილიონი ევროთი.
ზუსტად ამ თანხის გადახდას გეგმავენ ”სიტის” არაბი შეიხები ბრაზილიელ მცველში. ”ბარსელონა” ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული რჩება. დანის დარჩენა ძალიან კარგია, ასევე ძალიან კარგია 34 მილიონი ევრო, მაგრამ არჩევანის გაკეთება მაინც საჭიროა.
