workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ხეტაფეს” მოსამზადებლად ნაკლები დრო აქვს

”ხეტაფეს” მოსამზადებლად ნაკლები დრო აქვს

”ხეტაფემ” ევროპის ლიგის მატჩი გუშინ გამართა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიჩელის შეგირდებს ”ბარსასთან” მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე ექნებათ. საერთოდ ”ბარსელონას” აქვს ხოლმე ნაკლები მოსამზადებელი დრო, ვიდრე მოწინააღმდეგეს, მაგრამ ამჯერად ”ბარსამ” როლები ”ხეტაფეს” გაუცვალა.

ევროპა ლიგა
საქმე ისაა, რომ მიჩელის შეგირდებმა ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე ითამაშეს ”შტუტგარტის” წინააღმდეგ. ისინი შინ 0-3 დამარცხდნენ. ეხლა მათ გვარდიოლას შეგირდებთან სათამაშოდ მოსამზადებლად მხოლოდ სამე დღე აქვთ.

5 დღე ”ბარსას”
”ხეტაფესგან” განსხვავებით ”ბარსამ” თავისი თამაში ჩემპონთა ლიგაზე სამშაბათს გამართა. ოთხშაბათს გუნდს დასვენება ჰქონდა, ხოლო ხუთშაბათიდან მომზადებას შეუდგა. პარასკევს და შაბათს ფეხბურთელები ვარჯიშს ”სიუდად დეპორტივაზე” 13 საათზე გამართავენ. შაბათსვე გვარდიოლა დაასახელებს იმ ფეხბურთელების გვარებს, რომლებიც მადრიდში, ”ხეტაფესთან” სათამაშოდ გაემგზავრებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში