workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “ვწუხვარ, რომ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ”

გვარდიოლა: “ვწუხვარ, რომ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ”

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ “ბარსელონამ” “ჩემპიონთა ლიგის” მორიგი მატჩი, დანიური “კოპენჰაგენის” წინააღმდეგ გამართა, სადაც კატალონიელები მხოლოდ და მხოლოდ ფრეს დაჯერდნენ. ამ სიახლეში კი “ბარსას” მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას მიერ გაკეთებულ კომენტარებს შემოგთავაზებთ…

პეპ გვარდიოლამ მატჩამდე აღნიშნა, რომ მის გუნდს წინ ძალიან რთული მატჩი ელოდა და მართაც, გუნდმა შეხვედრა ფრედ, 1–1 დაასრულა. ამისდა მიუხედავად იგი მისი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილია: “ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენ საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყედს ისიც, რომ ჩვენს წინააღდეგ დიდებული გუნდი თამაშობდა, რომელსაც ასევე დიდებული მწვრთნელი ყავს. “ბარსას” მწვრთნელობის პერიოდში მე ასეთი მტკიცე და ძლიერი გუნდი არ მინახავს.”

გვარდიოლას განცხადებით, ფეხბურთელებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს: “ჩემმა ფეხბურთელებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. ისინი დაცაშიც და შეტევებშც კარგად მოქმედებდნენ და გოლის გასატანად უამრავი მომენტიც შექმნეს, მაგრამ ანგარიშის მიუხედავად მე ამ ყველაფერს იღბალის უქონობას ვერ დავაბრალებ.”

ალბათ უკვე ყველამ ნახა ის ვიდეო, რომელშიც “კოპენჰაგენისა” და “ბარსას” მწვრთნელები ერთმანეთთან ცხარედ კამათობდნენ. “მე მას მივულოცე. ასეთი რეაქცია მისგან იყო წამოსული და არა ჩემგან,” განაცხადა კატალონიელმა მწვრთნელმა. პეპმა სოლბაკენი ასევე პინტოსადმი დამოკიდებულებისთვისაც გააკრიტიკა: “მას არ აქვს უფლება იმისა, რომ პინტოს დასჯა ოთხი მატჩით მოითხოვოს, ან მას “დამპალი ვაშლი” უწოდოს. მწვრთნელებმა ასეთ რამ არ უნდა იკადრონ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში