კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა ლეო მესიმ გამოთქვა თავისი მოსაზრება მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელზე ჟოზე მოურინიოზე. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა ექსპერტმა, სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა თავისი გუნდის თავდამსხმელ კარიმ ბენზემაზე და ის გააკრიტიკა. ასევე მან განაცხადა: “სხვა კლუბებმაც შეიძინეს ფორვარდები, რომელზეც ბევრს ხმაურობენ, თუმცა ასეთ ხმაურს მათ გარშემო ყურად არავინ იღებს.”
ვარაუდობენ, რომ ეს კომენტარი ჟოზემ “ბარსელონას” თავდამსხმელის დავიდ ვილიას მისამართით თქვა. ხოლო ამ ყველაფერზე მესიმ განაცხადა: “თქვენ არ უნდა მიაქციოთ ყურადღება მოურინიოს განცხადებას. ის ყოველთვის ცდილობს ჩვენ დაგვიშავოს რამე, მაგრამ ნუ აჰყვებით მის სიტყვებს. დაე ისაუბროს მან რამდენიც სურს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ თამაშებზე.”-ციტირებს მესის სიტყვებს ესპანური გაზეთი “MARCA”

მესი:”მოურინიოს თამაშში არ უნდა ავყვეთ”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.