workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: ”მსურს ტორესი ”ბარსაში” ვიხილო”

მასკერანო: ”მსურს ტორესი ”ბარსაში” ვიხილო”

ინგლისურ ”The Sun”-თან მიცემულ ინტერვიუში ხავიერ მასკერანომ ისაუბრა ფერნანდო ტორესის ”ბარსელონაში” შესაძლო გადასვლის შესახებ.

თავის ყოფილ თანაკლუბელზე საუბრისას მასკერანომ განაცხადა: ”ტორესი იმდენად კარგი ფეხბურთელია, რომ ნებისმიერ კლუბში ათამაშდება. მე მსურს ის ”ბარსელონაში” ვიხილო, მაგრამ არ ვიცი რამდენად რეალურია ეს. ”ლივერპულის” გულშემატკივრებს ის ძალიან უყვართ და მასაც უყვარს ისინი, ამიტომაც მისთვის რთული იქნება ”ლივერპულიდან” წამოსვლა”.

ინტერვიუში მასკერანომ ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ დატოვა ”ლივერპული”: ”მაშინ როცა ”მანჩესტერ იუნაიტედი”, ”ჩელსი” და ”მანჩესტერ სიტი” უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ ”ლივერპული” საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ აძლევდა, რადგან მას ფული არა აქვს. სიტუაცია ჩემთვის გარკვეული იყო. როცა შენ ტიტულების მოგება გსურს დიდებულ კლუბში უნდა ასპარეზობდე”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში