workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესაძლოა თარიღი შეიცვალოს…

შესაძლოა თარიღი შეიცვალოს…

ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი მოუთმენლად ელის კატალონიის “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირებას. როგორც მოგეხსენებათ წელს ამ გუნდების პირველი დაპირისპირება “ნოუ კამპზე”, 28 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ შესაძლოა თარიღი შეიცვალოს და მატჩი 29 ნოემბერს ჩატარდეს.

ამ ყველაფრის მიზეზი კატალონიაში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ამ მატჩის თარიღს ემთხვევა. არჩევნებისა და მატჩის ერთ დღეს გამართვამ კი შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს, რადგანაც შეიძლება უსაფრთხოების ზომები სათანადოდ არ იყოს დაცული.

დარჩენილია 2 თარიღი: ოცდაშვიდი ნოემბერი, ან ოცდაცხრა. პირველი ვარიანტი “ბლაუგრანას” ნამდვილად არ აწყობს, რადგანაც 24 ნოემბერს გუნდი “ჩემპიონთა ლიგის” გასვლით მატჩს, “პანათინაიკოსთან” ატარებს, ხოლო მადრიდელები თავის მატჩს სამშაბათს გამართავენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში