საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ” და სერხიო ბუსკეტსმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომელის თანახმადაც ესპანელი ფეხბურთელი კონტრაქტს 2019 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივებს. მხარეები შეთანხმებას ხელს “კამპ ნოუს” ოფისში პარასკევს მოაწერენ.
პირველ გუნდში სერხიო ბუსკეტსის დებიუტი 2008 წლის სექტემბერში შედგა. მას შემდეგ კი ფეხბურთელმა “ბლაუგრანას” მაისურით 312 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, და 16 ტიტულის მფლობელი გახდა. ამჟამად ის გუნდის მეოთხე კაპიტანია.
სერხიო ბუსკეტსი “ბარსელონაში”











