workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
პუიოლმა, შესაძლოა, „კლასიკოში“ ბარტრა შეცვალოს

პუიოლმა, შესაძლოა, „კლასიკოში“ ბარტრა შეცვალოს

“ბარსელონას” ცენტრაული მცველი მარკ ბარტრა, სავარაუდოდ, ვერ მოასწრებს გამოჯანმრთელებას ესპანეთის თასის ფინალური მატჩისთვის. დიდი ალბათობით, მას გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლი ჩაანაცვლებს.

ბარტრამ მუხლის ქვედა მყესის დაზიანება მიიღო, რის გამოც მან უკვე გამოტოვა ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩი “გრანადასთან”. “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის, ხერარდო მარტინოს განკარგულებაში ასევე არ იქნება კიდევ ერთი ცენტრალური მცველი ჟერარდ პიკე, რომელიც ბარძაყის ტრავმის გამო ერთ თვეს გამოტოვებს.

პუიოლი აპრილის დასაწყისში გამოჯანმრთელდა. ის მზადაა მოედანზე გასასვლელად დაგეგმილ მატჩში. მიმდინარე სეზონში, 36 წლის მცველმა, რომელიც “ბარსელონას” სეზონის დასასრულს დატოვებს, ჩაატარა 12 მატჩი და გაიტანა 2 გოლი.

ესპანეთის თასის ფინალი “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გაიმართება 16 აპრილს, ვალენსიაში, “მესტალიას” სტადიონზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward