workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ინიესტა: “ჩვენ უნდა ვისარგებლოთ გუნდის ფორმით”

ინიესტა: “ჩვენ უნდა ვისარგებლოთ გუნდის ფორმით”

გუნდის ბოლო ოთხი თამაშის გამოტოვების შემდეგ, ანდრე ინიესტა ოთხშაბათს, “ლევანტეს” წინააღმდეგ მატჩში დაბრუნდა: “მე თავს კარგად ვგრძნობ, ჩემი შთაბეჭდილებით ყველაფერი კარგად მიდის”, აცხადებს ნახევარმცველი. ესპანელმა განმარტა, რომ მან მხოლოდ 45 წუთი ითამაშა, რადგან “ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით, რომ ცვლილება მოხდებოდა, მეორე ტაიმამდე. შენ ყოველთვის უნდა გქონდეს კარგი განწყობა დაბრუნებით და იმით, რაც ჩვენ გავაკეთეთ. მე თავს ისე ვგრძონ, როგორც ადრე. გუნდი უმატებს”, თქვა ინიესტამ.

ინიესტამ აღნიშნა, რომ “დღევანდელი მატჩი, შაბათის მატჩისთვის მზადებას ემსახურებოდა” და რომ “რთული მომენტები გველის” ამიტომ “ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმ ფაქტით, რომ კარგად ვთამაშობთ”. მან დაამატა: “სეზონის უმძიმესი და საუკეთესო ნაწილი ჯერ კიდევ მოდის”.

მადლობელი გულშემატკივრებით

ნახევარმცველმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, “კამპ ნოუზე” მოსვლისთვის, მიუხედავად ცუდი ამინდისა: “მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც დღეს მოვიდა, რადგან გარემოებები არ იყო საუკეთესო”.

მარკ ბარტრა

“ალბათ, ამინდი არ იყო საუკეთესო საფეხბურთო მატჩისთვის, მაგრამ მე აღფრთოვანებული ვარ, ისევე როგორც ყოველთვის”.

“ჩვენ კარგად ვითამაშეთ დაცვაში”.

“მიუხედავად გაშვებული პირველი გოლისა, ჩვენ ბრძოლა განვაგრძეთ”.

“ჩვენ მადლობას ვუხდით ხალხს, რომ მოვიდნენ. ბევრი გულშემატკივარი არ იყო, მაგრამ მათ ნამდვილად არ დაიშურეს ტაში, ჩვენთვის”.

“ყველაზე მნიშვნელოვანი არ ის, რომ ვცდილობთ და ვაუმჯობესებთ საჯარიმო დარტყმებს სავარჯიშო სესიებზე”.

“ჩვენ რამდენიმე ძალიან კარგი მატჩი გველოდება ნახევარფინალში. იმედი გვაქვს, რომ კარგად ვითამაშებთ და გავაღწევთ ფინალში”.

[media=http://www.youtube.com/watch?v=JHsPB5rZPrU]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward