მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონასთან მატჩის წინ ვილიარეალს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს

ბარსელონასთან მატჩის წინ ვილიარეალს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს

მატჩის დრო: 22 ნოემბერი, 17:00
მოკლედ
"ვილიარეალი" "ბარსელონასთან" მატჩისთვის არასრულფასოვან პირობებში ემზადება. გუნდს სამი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, ხოლო ნაკრებებში გამოძახებული 11 მოთამაშიდან ზოგი კლუბს შეხვედრამდე მხოლოდ ორი დღით ადრე შეუერთდება.

“ვილიარეალი” ლა ლიგის ლიდერ “ბარსელონასთან” გასამართი მატჩისთვის რთულ ვითარებაში ემზადება. ინიგო პერესის გუნდს ტრავმირებული ფეხბურთელებისა და სანაკრებო პაუზის გამო მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემები აქვს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ვილიარეალის” სამწვრთნელო შტაბი სამი მოთამაშის გამოჯანმრთელებას ელოდება, ხოლო ნაკრებებში გამოძახებული 11 ფეხბურთელი კლუბს ეტაპობრივად დაუბრუნდება. ზოგი მათგანი გუნდთან ვარჯიშს მატჩამდე მხოლოდ ორი დღით ადრე შეძლებს.

ტრავმების გამო საეჭვოა ჟერარ მორენოს, ილიას აკომაშისა და ხუან ფოიტის მონაწილეობა. სამივე ფეხბურთელს კუნთის დაზიანება აქვს და უკვე ორი-სამი კვირაა ვერ თამაშობს. მათი დაბრუნება გამოჯანმრთელების პროცესზე იქნება დამოკიდებული, რადგან ნაადრევად დატვირთვამ შესაძლოა მდგომარეობა გააუარესოს.

ვითარებას სანაკრებო მატჩებიც ართულებს. სენეგალელი ნახევარმცველი პაპ გეი გუნდს სავარაუდოდ სამშაბათს ან ოთხშაბათს დაუბრუნდება. კვირის შუაში ელოდებიან პორტუგალიელ რენატუ ვეიგას, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძესა და ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრ კარლოს მასიასაც.

კანადელი ფეხბურთელები ტაჯონ ბიუკენენი, ნათან სალიბა და ტანი ოლუვასეი, რომლებსაც კვირის შუაში ტორონტოში სანაკრებო მატჩი ელით, კლუბს ხუთშაბათამდე ვერ შეუერთდებიან. იგივე ეხებათ კაბო-ვერდელ ლოგან კოსტასა და კოტ-დ’ივუარელ ნიკოლა პეპეს.

ყველაზე გვიან ამერიკელი ალექს ფრიმენისა და ურუგვაელი სანტიაგო მოურინიოს დაბრუნებაა მოსალოდნელი. მათი ნაკრებები მატჩებს ოთხშაბათიდან ხუთშაბათის ღამეს გამართავენ, რის გამოც ორივე ფეხბურთელი “ვილიარეალთან” ვარჯიშს, საუკეთესო შემთხვევაში, პარასკევს განაახლებს.

ამრიგად, ინიგო პერესს ლა ლიგის ლიდერთან დაპირისპირებისთვის სრულ შემადგენლობასთან მუშაობის ძალიან მცირე დრო ექნება.

“ვილიარეალს” ამჟამად 15 ქულა აქვს და ლიდერ “ბარსელონას” 18 ქულით ჩამორჩება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი