workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 1
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer რაფინია 57'sports_soccer იამალი 77'sports_soccer ჟეზუსი 85'sports_soccer
სტეინი 82'sports_soccer
ეტო’ოს არ ადარდებს ფორმიდან ამოვარდნა “მანჩესტერთან” თამაშის წინ

ეტო’ოს არ ადარდებს ფორმიდან ამოვარდნა “მანჩესტერთან” თამაშის წინ

კატალონიის “ბარსელონას” კამერუნელ თავდამსხმელს არ ადარდებს მისი ფორმიდან ამოვარდნა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ. მან ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა მომავალ მატჩზე და აი რას ამბობს ის:

“თუ გვინდა რომ მოვიგოთ აუცულებლად უნდა გავიტანოთ ბევრი გოლი.”

“მე შევასრულებ იმ საქმეს რასაც მწვრთნელი დამავალებს და თუ გოლს გავიტან ძალიან გახარებული ვიქნები.”

“მე არ ვარ შიშით შეპყრობილი გოლის გატანაზე. მე გასულ თვეში 12 გოლი გავიტანე, თუმცა ისინი ისეთი მნიშვნელოვანი არ იყო, როგორიც ფინალში გატანაა”.

კამერუნელმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ მას ესპანეთში პიჩიჩისთვის ბრძოლაში დიეგო ფორლანმა გადაასწრო და ამ ტიტულის მოგების მთავარი კანდიდატია.

“მე ვიბრძოდი პიჩიჩისთვის და ოქრის ბუცისთვის მანამდე, სანამ ფორლანი არ გადამასწრებდა. ახლა დაველოდოთ მოვლენების გაბვითარებას და ვნახოთ რა მოხდება”.

“თუ ვინმე ჩემზე ამბობს, რომ 29 გოლი ჰქონდა გატანილი და კარგი შანსი გაუშვა ხელიდანო, მე მათ ვეტყვი, რომ პიჩიჩს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გუნდში ბევრი ფეხბურთელი გვყავს, რომელთაც ინდივიდუალური პრიზების მოგება შეუძლიათ. მე მხოლოდ გუნდზე ვფიქრობ და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგებაზე”.

ბევრი ადამიანი “ოსასუნასთან” მატჩში ელოდებოდა ეტო’ოსგან სიურპრიზებს, მაგრამ ეს არ მოხდა. კამერუნელმა ამაზე თავისი მოსაზრება გამოთქვა.

“პეპს ეჭვი ჰქონდა ჩემ თამაშთან დაკავშირებით, დამესვენა თუ არა, მაგრამ მე მინდა ერთი რამის თქმა. მე “ბარსელონაში” ვარ იმისთვის, რომ ვითამაშო და პეპს ვუთხარი, რომ არანაირი შიში არ მქონდა”.

ეტო’ომ შეიძლება არ ითამაშოს ლა ლიგის ამ სეზონის ბოლო მატჩი, რადგან მას ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი თამაშის ჩატარება მოუწევს ამ კვირაში და აი რა განაცხადა ამაზე კამერუნელმა:

“მე ვკითხე სამწვთნელო შტაბს ვითამაშებდი თუ არა დეპორტივოს წინააღმდეგ და ახლა მათგან პასუხს ვალოდები. მე თავს დაღლილად არ ვგრძნობ და შემიძლია თამაში”.

ინტერვიუს ბოლო ნაწილისკენ კამერუნელმა ამ სეზონის საუკეთეო მატჩად სანტიაგო ბერნაბეუზე ჩატარებული თამაში დაასახელა, რომელიც კატალონიელება 6-2 მოიგეს:

“ის თამაში ჩემთვის იყო საუკეთესო, იმის მიუხედავად რომ გოლი არ გამიტანია”.

სულ ბოლოს კი კამერუნალმა მესიზე ისაუბრა:

“მესი საუკეთესოა მსოფლიოში. მისი შეჩერება შუძლებელია და იგი ამას ფინალში დაამტკიცებს”.

წყარო www.goal.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward