2014 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისას, ესპანურმა “ვალენსიამ” შესაძლოა კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელი, ისააკ კუენკა არენდით აიყვანოს.
“ღამურების” მთავარმა მწვრთნელმა, მიროსლავ ჯუკიჩმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი გუნდის შეტევის ხაზი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” 22 წლის თავდამსხმლით გააძლიეროს. კუენკა, რომელმაც მუხლის ტრავმა მოირჩინა, ამ სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობაში არ შედის. აქამდე ფეხბურთელის შესაძლო არენდა მისმა აგენტმა, ხოსეპ მარია ორობიტგმა დაადასტურა.