ბარსელონელები მუნდიალზე ისევ ვერ იგებენ

ბარსელონელები მუნდიალზე ისევ ვერ იგებენ

ამერიკაში, მექსიკასა და კანადაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს ერთი უცნაურობა დასჩემდა – “ბარსელონას” ფეხბურთელები (რომლებიც ტურნირზე მრავლად არიან), თამაშს ვერ იგებენ, თუმცა არც აგებენ.

რაფინიას ბრაზილიისა და ფრენკი დე იონგის ნიდერლანდების შემდეგ საქმეში 8 “ბარსელონელის” ესპანეთი, ჰამზა აბდელკარიმის ეგვიპტე და რონალდ არაუხოს ურუგვაი ვიხილეთ და სამივე ამ გუნდმა ფრედ ითამაშა.

ტურნირის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფავორიტმა, ესპანეთმა დებიუტანტ და ერთ-ერთ უსუსტეს გუნდად მიჩნეულ კაბო-ვერდეს გოლი ვერ გაუტანა და ქულას დასჯერდა. “ფურია როხას” შემადგენლობაში სრულად ითამაშეს პედრიმ და პაუ კუბარსიმ, მოედანზე 81 წუთი დაჰყო ფერან ტორესმა და 71 გავიმ. შეცვლაზე შევიდნენ ლამინ იამალი და დანი ოლმო. პირველ მათგანს თავის გამოსაჩენად 19 წუთი მიეცა, ხოლო მეორეს – 9. ერიკ და ჟოან გარსიელბი კი სათადარიგოთა შორის დარჩნენ.

“ბარსა ატლეტიკის” თავდამსხმელის, ჰამზა აბდელკარიმის ეგვიპტემ ბელგიასთან მატჩში ქულა აიღო (1-1). 18 წლის ფეხბურთელი თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.

რონალდ არაუხოს ურუგვაი საუდის არაბეთს დაუზავდა (1-1). “ბარსას” ცენტრალურ მცველს ტრავმის გამო არ უთამაშია.

დღეს საქმეში კიდევ ერთ “ბარსელონელს” ვიხილავთ – 23:00 საათზე ჟიულ კუნდეს საფრანგეთი სენეგალს დაუპირისპირდება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი