კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის ძმამ, მატიას მესიმ საკუთარ ტვიტერზე ხერარდო მარტინოს მიესალმა, რომელმაც “ბარსელონა” უახლოეს დროში უნდა ჩაიბაროს.
“კეთილი იყოს შენი მობრძანება, ტატა ! ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და ჩვენ განვაგრძობთ სწორი გზით სვლას. მადლობა, ტიტო! დიახ ღმერთი დაგიფარავს შენ.” – განაცხადა, ოქროს ბურთის ოთხგზის მფლობელის ძმამ.


