რედაქტორისაგან:
“დიდი მიმოხილვა 2013”-ის მთავარი მიზანი არის, ძალიან მოკლედ გაგაცნოთ გასული სეგუნდას სეზონის შედეგები. კერძოდ უზრუნველყოფოს საჯაროობა იმ გუნდების, რომლებიც მომავალი სეზონიდან ლა ლიგაში იასპარეზებენ. ამ გუნდებმა უკვე მოიპოვეს გასულ სეზონში ესპანეთის მაღალ დივიზიონში გამოსვლის უფლება: “ვილიარეალი”, “ალმერია”, “ელჩე”

“ელჩე”
ქალაქი: ელჩე ალიკანტეს პროვინციაში
დაარსების წელი: 1923
მოედანი: “ესტადიო მანუელ მარტინეს ვალერო”, (38 750 მაყურებელზე)
ისტორიიდან: კლუბის საუკეთესო წლები მე-20 საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში იყო, როდესაც კლუბი ესპანეთის უმაღლესი ლიგის საკმაოდ ხშირი მონაწილე იყო. “ელჩემ” ესპანეთის ჩემპიონატში, 1963/1964 სეზონში მე-5 ადგილი დაიკავა. უკანასკნელად კლუბი ესპანეთის უმაღლეს მწვერვალზე 1988 წელს იმყოფებოდა. ამჟამად “ელჩე” ინგლისური კლუბის “ბოლტონი” პარტნიორია.
“ვილიარეალი”
ქალაქი: ვილიარეალი კასტელიონის პროვინცია, ვალენსიის ავტონომიური თანამეგობრობის შემადგენლობაში
დაარსების წელი: 10 მარტი 1923 წელი.
მოედანი: “ელ მადრიგალი” (24 890 მაყურებელი)
ისტორიიდან: კლუბის პირველი პრეზიდენტი ხოსე კალდუშ ალმელა გახდა (José Calduch Almela). კლუბის ძირითადი ფერები იყო შავი და თეთრი (თეთრი მაისური და შავი შორტები), 1946 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კლუბის ფერები ყვითელ და ლურჯ ფერებში შეეცვალათ – ეს ფერი დღემდე ძალაში რჩება.
სტადინი “ელ მადრიგალ” ექსპლუატაციაში 1923 წლის 17 ივნისს შეიყვანეს, პირველი მატჩი გუნდმა (ამხანაგური ეგიდით) ამავე წლის 21 ოქტომბერს ჩაატარა.
1997/1998 წლების სეზონში გუნდმა 65 წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად მოახერხა ელიტური ესპანური დივიზიონის გზაზე დამდგარიყო. პირველი მატჩი პრიმერაში – 1998 წლის 31 აგვისტოს ჩაატარეს “სანტიაგო ბერნაბეუზე”. “ვილიარეალი” სადებიუტო მატჩში მადრიდის “რეალთან” 4:1 დამარცხდა. სადებიუტო სეზონში “ვილიარეალში” თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც იყვნენ: დავიდ ალბელდა, ანდრეს პალოპი, ხესუს გარსია სანხუანი, ჯერარდო გარსია. მიუხედავად სეზონის კარგი სტარტისა კლუბმა ლა ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა და მე-18 ადგილთან ერთად სეგუნდაში დაბრუნებას დასჯერდა. 1999/2000 სეზონში კლუბმა მეორე დივიზიონში მე-3 ადგილი დაიკავა და კვლავ ექნა შესაძლებლობა დაბრუნებულიყო უმაღლეს ჩემპიონატში. შემდეგ 11 სეზონში კლუბმა 15-დან დაწყებული მე-2 ადგილით დამთავრებული ყველა პოზიცია დაიკავა. 2011/2012 სეზონში ესპანეთის პრიმერა დივიზიონი ცუდი სეზონის შემდეგ მე-18 ადგილით დაასრულა და კვლავ სეგუნდაში გაემგზავრა.

“ალმერია”
ქალაქი: ალმერია, რომელიც სამხრეთ ესპანეთის პროვინციის დედაქალაქად ითვლება
დაარსების წელი: 1989
მოედანი: “ესტადიო მედიტერანო” (25 000 მაყურებელზე)
ისტორიიდან: კლუბის წინამორბედად, Agrupación Deportiva Almeria ითვლება. რომელიც 1971 წელს დაარსდა, მთელი რიგი სპორტულმა და ფინანსურმა წარუმატებლობებმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ 1982 წელს კლუბი დაიშალა. შვიდი წლის შემდეგ 1989 წელს დაარსდა სკ “ალმერია” (ესპ. Almeria Club de Fútbol) ამ დროისათვის კლუბი ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალური საფეხბურთო კლუბია ესპანეთში.



