workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 1
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer რაფინია 57'sports_soccer იამალი 77'sports_soccer ჟეზუსი 85'sports_soccer
სტეინი 82'sports_soccer

ორიოლ რომეუ ვიდალი

დაბადების ადგილი ულდეკონა
დაბადების თარიღი 24.09.1991
წონა 83 კგ
სიმაღლე 183 სმ
დებიუტი 14.08.2010
თამაში* 39
გოლი* 0
ასისტი* 1

*ბოლო განახლება: 27.05.24

ორიოლ რომეუ ვიდალი ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველია, რომელიც “ბარსელონას” სათამაშო სტილს კარგად იცნობს.

რომეუ 1991 წლის 24 სექტემბერს კატალონიის მუნიციპალიტეტ ულდეკონაში დაიბადა. 2001-2004 წლებში ის “ესპანიოლის” აკადემიაში ირიცხებოდა, რის შემდეგაც “ლა მასიას” შემოუერთდა. ორიოლმა “ბარსელონას” ასაკობრივი გუნდები გაიარა და მიაღწია “ბარსა ატლეტიკამდე”, სადაც მას ლუის ენრიკე წვრთნიდა. 2010/11 წლების სეზონში რომეუმ პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით პირველ გუნდში ორი თამაში ჩაატარა.

მომდევნო სეზონში ორიოლ რომეუ “ჩელსიში” გადავიდა და პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ინგლისში ორი წლის გატარების შემდეგ რომეუ იჯარით ჯერ “ვალენსიაში”, შემდეგ კი “შტუტგარტში” თამაშობდა, რის შემდეგაც ის ნისლიან ალბიონს დაუბრუნდა და 2015 წელს “საუთჰემპტონს” შეუერთდა. “წმინდანებში” ფეხბურთელმა კარიერის ყველაზე დიდი მონაკვეთი გაატარა, გუნდის სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად ჩამოყალიბდა და პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო საყრდენ ნახევარმცველადაც იქცა.

“საუთჰემტონში” 7 წლის გატარებისა და 256 თამაშის ჩატარების შემდეგ კატალონიელი ფეხბურთელი ესპანეთში დაბრუნდა. 2022/23 წლების სეზონში ის “ჟირონას” ერთ-ერთ ლიდერად იქცა და მთავარმა მწვრთნელმა, მიჩელმა ყველაზე მეტი სათამაშო დრო სწორედ რომეუს მისცა.

“ჟირონაში” შესანიშნავი სეზონის შემდეგ ორიოლ რომეუ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა და 2023 წლის 19 ივლისს “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა.

ტიტულები

ბარსელონა
  • ესპანეთის ჩემპიონატი: 2010/11
  • ესპანეთის სუპერ თასი: 2010
ჩელსი
  • ინგლისის თასი: 2011/12
  • ჩემპიონთა ლიგა: 2011/12
ესპანეთის ნაკრები
  • ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი: 2008