| დაბადების ადგილი | სან პაულუ, ბრაზილია |
| დაბადების თარიღი | 14.01.1999 |
| წონა | 79 კგ |
| სიმაღლე | 181 სმ |
| დებიუტი | – |
| თამაში* | 0 |
| გოლი* | 0 |
| ასისტი* | 0 |
*ბოლო განახლება: 27.07.21
ემერსონ აპარესიდო ლეიტე დე სოუსა ჟუნიორი, ან ემერსონ როიალი, როგორც მას ურჩევნია მოიხსენიებდნენ, “ბარსელონას” 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. 1999 წლის 14 იანვარს დაბადებული ბრაზილიელი შემტევი მარჯვენა მცველია.
“ბარსელონას” “ბეტისიდან” ემერსონის გამოსყიდვის უფლება ჰქონდა და კატალონიელებმა ანდალუსიელებს ამ უფლების გამოყენების შესახებ 2021 წლის 2 ივნისს აცნობეს. მანამდე ემერსონს 2.5 წელი “ბეტისში” ჰქონდა გატარებული, სადაც 79 თამაში ჩაატარა. მანუელ პელეგრინის გუნდში ყველაზე მეტი სათამაშო დრო სწორედ მას ეძლეოდა.
“ბეტისამდე” ემერსონს ბრაზილიურ “პონტე პრეტასა” და “ატლეტიკო მინეირუში” უთამაშია. პაულისტას ჩემპიონატში დებიუტი 2017 წლის 22 თებერვალს ჰქონდა, ერთი წლის შემდეგ კი “ატლეტიკო მინეირუს” მიაშურა, სადაც ის ევროპელმა სკაუტებმა შენიშნეს.
ემერსონს ბრაზილიის 20 და 23 წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია, 2019 წელს კი მისი დებიუტი ეროვნულ გუნდშიც შედგა. 2021 წელს ემერსონ როიალი ბრაზილიის ნაკრების კოპა ამერიკის შემადგენლობაში იყო და ვერცხლის მედალიც მიიღო.