workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
5 - 1
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 3'sports_soccer ადეიემი 22'sports_soccer რაფინია 57'sports_soccer იამალი 77'sports_soccer ჟეზუსი 85'sports_soccer
სტეინი 82'sports_soccer

არტურო ვიდალი

ნახევარმცველი, რომელიც დაცვაში კარგი თამაშით გამოირჩევა და მეტოქის საჯარიმოშიც ხშირად ჩადის.

არტურო ვიდალი 1987 წლის 22 მაისს, ჩილეში, სანტიაგოში, სან ხოაკინში დაიბადა. ის ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველია, რომელიც ბურთისთვის ბრძოლას ხშირად იგებს და მეტოქის საჯარიმოშიც ხშირად ჩადის.

ჩილელმა ნახევარმცველმა პროფესიონალური კარიერა “კოლო-კოლოში” დაიწყო.

20 წლის ასაკში, ის სათამაშოდ ევროპაში გადავიდა და ლევერკუზენის “ბაიერს” შეუერთდა.

2011 წელს, არტურო ვიდალი “იუვენტუსში” გადავიდა, სადაც 4 წელი დაჰყო. 2015 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მან “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშა და წააგო, რის შემდეგაც, ის გერმანიაში დაბრუნდა და “ბაიერნს” შეუერთდა.

მიუნხენური გრანდის შემადგენლობაში სამხრეთ ამერიკელმა 124 მატჩი ჩაატარა, აქედან 97 სასტარტო შემადგენლობაში, გაიტანა 22 გოლი და გააკეთა 14 შედეგიანი გადაცემა.

ის ასევე არის ჩილეს ეროვნული ნაკრების საკვანძო ფეხბურთელი. ვიდალმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 2-ჯერ ითამაშა, ხოლო ამდენჯერვე მან კოპა ამერიკის გათამაშება მოიგო.

არტურო ვიდალი “ბარსელონაში” 2018 წელს გადმოვიდა. მან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

თვისებები

არტურო ვიდალი მრავალმხრივი ფეხბურთელია, რომელსაც არაერთ პოზიციაზე თამაში შეუძლია, რის საშუალებასაც მას ფიზიკური მონაცემები აძლევს. ის გუნდს ეხემარება დაცვასა და შეტევაში, არის ძალისა და ტექნიკის შესანიშნავი ნაზავი.

ტიტულები

გუნდური

ბარსელონა

ესპანეთის ჩემპიონატი: 2018/19

ესპანეთის სუპერ თასი: 2018/19

კოლო-კოლო

ჩილეს ჩემპიონატი (3): 2006, 2006, 2007

კოპა სუდამერიკანას ფინალისტი: 2006

იუვენტუსი

იტალიის ჩემპიონი (4): 2011/12, 2012/13, 2013/14, 2014/15

იტალიის თასი: 2014/15

იტალიის სუპერ თასი (2): 2012, 2013

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი: 2014/15

ბაიერნი

გერმანიის ჩემპიონი (3): 2015/16, 2016/17, 2017/18

გერმანიის თასი: 2015/16

გერმანიის სუპერ თასი (2): 2016, 2017

ჩილეს ნაკრები

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-3 ადგილი: 2007

კოპა ამერიკა (2): 2015, 2016

კონფედერაციის თასის ფინალისტი: 2017