"გამპერის თასი" 22 აგვისტოს გაიმართება

"გამპერის თასი" 22 აგვისტოს გაიმართება

 

კატალონიის "ბარსელონა" "ჟოან გამპერის" თასს 22 აგვისტოს გაათამაშებს, რაც თავის პრეს–კონფერენციაზე ტონი ფრეიშამაც დაადასტრა...

 

მართალია ჯერ არ არის ცნობილი, თუ ვინ იქნება კატალონიელთა მოწინააღმდეგე "გამპერის თასზე", თუმცა ტონი ფრეიშამ პრეს–კონფერენციაზე დაადასტურა ის ფაქტი, რომ ეს შეხვედრა 22 აგვისტოს გაიმართება. ამ გათამაშებაში, კატალონიელთა ბოლო 5 მეტოქე "მილანი", "მანჩესტერ სიტი", "ბოკა ხუნიორსი", "ინტერი" და "ბაიერნი" გახლდათ.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 14 და 17 აგვისტოს კატალონიელები თავის შეხვედრებს მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, "ესპანეთის სუპერთასზე" გამართავენ, ხოლო "ევროპის სუპერთასისთვის" ბლაუგრანელები 26 აგვიტოს, მონაკოში იბრძოლებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.