როსელი: "მადლობა "ლა – მასიას"

როსელი: "მადლობა "ლა – მასიას"

"ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი ბუნებრივია თამაშის შემდეგ გახარებული იყო, მანაც მისცა ჟურნალისტებს მცირე ინტერვიუ, როდესაც ტოვებდა სტადიონს.

"მადლობა ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს ყველაფრისათვის. მადლობა "ლა მასიას". ძირითადში ვალდესი, პიკე,  პუიოლი, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, მესი, პედრო ეს ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებიც "ბარსელონური" სკოლიდან მოდიან, სწორედ ეს არის ბირთვი ამ გუნდისა. აღსანიშნავია, რომ გუნდში მოსული ფეხბურთელებიც კარგად უწყობენ და უგებენ საფეხბურთო "ოჯახს". ეს მართლაც , რომ შესანიშნავია და შთამბეჭდავი, ჩვენმა გუნდმა დამსახურებლად გაიმარჯვა. ჩვენ მაყურებელს დაუვიწყარი საღამო ვაჩუქეთ. "უემბლიზე" უკვე მეორედ ავწიეთ ეს თასი, დიდი სიხარული განვიცადეთ, მაგრამ უფრო მეტ სიხარულს განვიცდით მაშინ, როდესაც ამ თასს "კამპ ნოუზე" მივიტანთ. ჩვენ მას გულშემატკივრებს მივუძღვნით".

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.