ლუკა დინი და სამუელ უმტიტი: რომელი იცნობს თავის თანაგუნელს უკეთესად? [ვიდეო]

ლუკა დინი და სამუელ უმტიტი: რომელი იცნობს თავის თანაგუნელს უკეთესად? [ვიდეო]

"ბარსელონას" ორ ფეხბურთელს, სამუელ უმტიტის და ლუკა დინის საკმაოდ ბევრი საერთო აქვთ. დავიწყოთ იქედან, რომ ორივე ფრანგია, ამასთან ერთად, ორივე მცველის პოზიციაზე თამაშობს, "ბარსელონაში" ორივე 2016 წლის ზაფხულში მოვიდა, ორივე 1993 წელსაა დაბადებული, ორივე მემარცხენეა და ორივეს რეგულარულად იძახებენ საფრანგეთის ნაკრებში.

უკვე მეორე სეზონია ისინი კლუბშიც და ეროვნულ გუნდშიც ერთად ვარჯიშობენ და ეს საკმაოდ დიდი დროა ერთმანეთის გასაცნობად, მაგრამ, საინტერესოა, რამდენად კარგად იცნობენ ისინი ერთმანეთს მოედნის გარეთ. წარმოგიდგენთ "ბარსელონას" ოფიციალური საიტის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ეს ფეხბურთელები ერთმანეთს კითხვებს უსვამენ და ამოწმებენ, რომელი უკეთ იცნობს თანაგუნდელის ხასიათს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 10 ნოემბერი 2017 23:10
    0
    უმტიტის და მე ერთნაირი გემოვნება გვქონია :D
    დინის უთხრეს თუ ჩუქებაა ჩუქება იყოსო და 4 წლის რო გახდა ყველაფერი ერთად უყიდეს :D :D
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #1 10 ნოემბერი 2017 21:25
    0
    ძაან საყვარლები არიან :დდ