ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

როგორც ყოველთვის ახლაც, ფეხბურთელებმა მატჩის შემდეგ კომენტარები გააკეთეს, რომელსაც ამ სტატიაში შემოგთავაზებთ. საუბრის მთავარი თემა კი რაღა თქმა უნდა არგენტინელი ფორვარდის, ლეო მესის ტრავმა გახლდათ...

ვალდესი: "ყველა განვიცდით ლეოს ტრავმას და ვიმედოვნებთ, რომ რაიმე სერიოზული დაზიანება არ აქვს მიღებული. ასეთ ფეხბურთელებს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ".

"მთელი მატჩის განმავლობაში მოედანზე "ბარსა" დომინირებდა და ვფიქრობ, რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ".

"მე მინდა მივულოცო დე ღეას. მან მართლაც, რომ შესანიშნავად ითამაშა მთელი მატჩის განმავლობაში. ჩვენ შეგვეძლო კიდევ რამდენიმე გოლის გატანა, მაგრამ სწორედ მისი დამსახურებით 2 გოლზე მეტის გატანა ვერ შევძელით. უბრალოდ უნდა მივულოცოთ ასეთ პატარა ასაკში, ასეთი დიდი შესაძლებლობების გამოვნილებისთვის".

ინიესტა: "მე ძალიან მადლობელი ვარ იმ აპლუდისმენტების გამო, რომელიც მე მივიღე, როდესაც მოედნიდან გავდიოდი".

"ვფიქრობ, რომ მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩავატარეთ და ამის გამო გამარჯვებაც მოვიპოვეთ. მე ძალიან ვწუხვარ მესის ტრავმაზე და ვიმედოვნებ, რომ იგი მალე გამოჯამრთელდება".

"მე არ ვიცი ვინ არის პასუხისმგებელი, მაგრამ მინდა, რომ ყველაფერი სამართლიანად გადაწყდეს, მაგრამ ასევე ვიცი, რომ ეს სამუშაო ძალიან რთულია მსაჯებისთვის".

ვილია: ჩვენ მოვიპოვეთ სამი უმნიშვნელოვანესი ქულა, მაგრამ ახლა დასვენება კარგს არაფერს მოგვიტანს. ახლა უკვე ყველა ოთხშაბათსთვის ემზადება".

"დე ღეამ ძალიან კარგად ითამაშა და გუნდი დიდი ანგარიშით წაგებას გადაარჩინა".

"ჩვენთვის ყველასთვის დიდი მნიშვნელობის გახლდათ ეს მატჩი. მე განსხვავებულ პოზიციაზე მომიწია თამაში და თავს ძალიან კომფორტულადაც ვგრძნობდი".

პუიოლი: "ჩვენ მესიზე ძალიან ვწუხვართ. იუფალუშმა ძალიან სახიფათოდ ითამაშა, რის გამოც ლეო რამდენიმე ხნის განმავლობაში დაგვაკლდება. რაც მთავარია ეს შეხვედრის არბიტრმა დაინახა და სათანადო ზომებიც მიიღო".

"ყოველთვისაა მსჯელობა იმის შესახებ, თუ რომელ ფეხბურთელს უნდა გავუფრთხილდეთ. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ."

ბუსკეცი: "ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ ამ რთული ტურის შემდეგ, მაგრამ ასევე დამწუხრებულები მესის თაობაზე. იმედია გუნდის სამართლიან გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება".

პიკე: "გულშემატკივარმა თამაშით ძალიან ისიამოვნა. ჩვენ გავიმარჯვეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია".

"პირველი 45 წუთი შესანიშნავი იყო. მეორე ტაიმში კი თამაშის დაწყნარება ვცადეთ და ძირითადად კონტრ–შეტევებზე გავაკეთეთ აქცენტი, მაგრამ მადრიდელებს ძალიან ვერ გავათამამებდით".

"ამ სეზონში ეს ჩემი პირველი გოლი იყო და ვიმედოვნებ, რომ არა უკანასკნელი".

პედრო: "გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ამ ორი გატანილი გოლის გარდა ჩვენ კიდევ რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ".

"ვიმედოვნებთ, რომ ლეო მალე დაგვიბრუნდება. ის გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ეს ინციდენტი მატჩის ბოლოს მოხდა და ალბათ არ იყო საჭირო ასეთი მოპყრობა მის მიმართ".

ალვეში: "ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ გუნდთან გამარჯვება. ფეხბურთი არის სპორტი, სადაც საჭიროა ურთიერთშეთანხმება, მაგრამ ისიც უნდა იცოდე, როდის უნდა აკონტროლო ის".


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.