workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ბარსელონას” გაყიდვებიდან 130 მილიონის გამომუშავება სურს

“ბარსელონას” გაყიდვებიდან 130 მილიონის გამომუშავება სურს

კორონავირუსის გამო, “ბარსელონას”, ისევე, როგორც ყველა გუნდის შემოსავლები, შემცირდა. იმისათვის, რომ გუნდმა სასურველი ფეხბურთელების დამატება შეძლოს, საჭიროა, იმაზე მეტი მოთამაშე გაყიდოს, ვიდრე ეს აქამდე იყო მოსალოდნელი.

Sport-ის ცნობით, “ბლაუგრანაში” აპირებენ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფეხბურთელების გაყიდვიდან 130 მილიონი ევრო გამოიმუშაონ.

იმავე წყაროს ცნობით, გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სამუელ უმტიტია. ფინანსური კრიზისის დროს, “ბარსელონას”, 3 უმაღლესი დონის ცენტრალური მცველის ყოლის ფუფუნება არ ექნება, ჟერარ პიკე და კლემან ლანგლე კი, უმტიტისთან შედარებით, მომგებიან სიტუაციაში არიან.

26 წლის უკანახაზელის სატრანსფერო ფასთან დაკავშირებით ურთიერთგამომგირცხავი ცნობები ვრცელდება. პირველი ინფორმაციით, “ბარსელონა” მზად იყო ფრანგი მცველი 25 მილიონ ევროდ გაეყიდა, შემდეგ დასახელდა 50 მილიონი, ახლა კი, Sport-იტყობინება, რომ “ბლაუგრანას” სამუელში 30-40 მილიონის მიღება სურს. ცნობილი პორტალი Transfermarkt უმტიტის 40 მილიონ ევროდ აფასებს.

გუნდიდან სავარაუდო წამსვლელებს შორის არიან ივან რაკიტიჩი, არტურო ვიდალი, ნელსონ სემედუ, ჟუნიორ ფირპო და ნეტუც.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • Pirat❤️💙
    schedule 01 აპრ 2020, 20:42
    #11

    უმტიტი უნდა დავიტოვოთ უეჭველი
    და სემედუს რაც შეეხება თუ ვინმე უკეთესს ვიყიდით მაგალითან კანსელოს ან კიმიხს მაშინ გავუშვათ❤️ და ნეტუ ტყუილად გვყავს მაგის დრო ლამასიელებს მიეცეთ ჯობს❤️

  • M10 S9 D11
    schedule 01 აპრ 2020, 19:49
    #10

    ციტატა: shu1987

    ციტატა: M10 S9 D11
    ხელი არ დაედოს ვიდალს და სემედუს


    სემედოს ხო აუცილებლად ძირითადის კაცია მანამ სანამ ემერსონი მოვა, ვიდალს რატო ?? საერთოდ ვიდალისნაირი ნაჯახები ბარსაში რად გინდათ? მერე გინდათ ის ფილოსოფია დაბრუნდეს რაც ბარსას სტილია და როგორ? თუ ვიდალები და რაკიტიჩები პლიუს გადაბერებული ბუსკეცი და პიკე გეყოლება ????


    და ემერსონი ვინ ჩემი ფეხებია ძაან მაინტერესებს რო დაბრუნდება ეგრევე ძირითადში რო აყენებ? ვიდალს რაც შეეხება ზამწნაზე იდეალური ვარიანტია მეორე ტაიმში შემოიყვანე გადაუვლის სუყველას პრესინგზე შეჭამს აი ამიტომ უნდა დაიტოვონ ბარსას ფილოსოფია არაფერ შუაშია აქ

  • Don_Andresito
    schedule 01 აპრ 2020, 19:33
    #9

    გაიჯარებულები რატო ავიწყდებატ, კუკურეალიას არ იბრუნებენ ესეიგი 10-15 მივიღებთ მაგისგან, კოუტინიო 70-80 თუ გადაიხადა ვინმემ თუ არადა იჯარა დაივიწყონ, დააბრუნონ იქნებ კიკემ მოუხერხოს რამე. ფრანგულმა დუეტმა ვერაფერი მოგვცა, დემბელე გრიზმანზეა ლაპარაკი და იქნებ ბრაზილიურმა მოგვცეს, ანუ დემბელე წავიდეს იჯარით და კოუ დაბრუნდეს, კოუ ნეიმარი შეგვმატებდნენ ბევრ რამეს. მარცხენა ფლანგზე ალბაც ესეთი უსუსური აღარ გამოჩნდებოდა. მომკლედ ტოდიბო ალენია დააბუნონ, დაცვაში უმტიტი 1 წელიც დარჩეს და ტოდიბო დაბრუნდეს გვყავდეს ისევ ის 4ული ოღონთ პიკე ხშირად სკამზე და ტოდიბო ხშირად სასტავში. ბუსი 1 წელი სკამზე, თუ არ უნდა წავიდეს. მარა 1 წელი იყოს კიდე ჩვენთან ჩვენი ლეგენდაა. 1 ნახევარმცველი გვინდა კარგი, აუარი ნდომბელე ან რუიზი. მაქსიმუმ ალკანტარა. ძირითადი იქნებოდა ფრენკი არტური და ამათგან რომელიმე, სკამზე ბუსი ალენია მატეუსი. ხანდახან რობერტოც. პუჩი ან კაცს დაემსგავსოს ან წავიდეს. მარჯვენა მცველად ემერსონის დაბრუნებას მივესალმებოდი მარა 2021 წლამდე არ გამოვა. მარცხნივ მოვიდეს ვინმე სხვა, ფირპო აითვალწუნეს ძაან. შეტევაში მესი სუარესი ფატი ტრინკაო ეს ოთხი უეჭველი. თუ ნეიმარი მოვიდა კოუც დაბრუნდება და გრიზმანი გაიყიდება დემბელე წავა იჯარით. ლაუტაროს ტრანსფერი 1 წლით გადაიდებს. მოკლედ ვნახოთ რა, შეიძლება არც არავინ იყიდონ, მაინც წაგებული აქვს ჩმორთუმეუს არჩევნები და შეიძლება აქეთ მიასხუაროს ყველა

  • Barca for life
    schedule 01 აპრ 2020, 19:29
    #8

    ხან ერთს მიედმოედებიან ხან მეორე. აღარ იციან რა დაწერონ..
    მე მგონია რომ გაუშვებენ: რაკეტას, ვიდალს, უმტიტის, ფირპო, რაფინიას, ალენიას, ბრეითუიტს, დემბელეს და გრიზმანს, (კოუტინიოს დატოვებენ დიდი ალბათობით, რადგან ნახევარმცველი საჭიროა) თუ გრიზმანი გაუშვეს უეჭველი მოიყვანენ ლაუტაროს(არადა ერთი სეზონი არ მინდა ეგ, დიდ ალიაქოთს გამოიწვევს) მოიყვანენ ნეიმარს უეჭველი, მოიყვანენ ნახევარმცველს, შეიძლება აუარი დაითრიონ ან დებეეკი (იდეაში პირველი საზრუნავი ეგაა) დააბრუნებენ ტოდიბოს, მოვა კუკურელიაც, დაწინაურდება პუჩი და ეგაა.
    სავარაუდოდ გრიზმანს ჩართავენ ნეიმარის ტრანსფერში როგორც დაგეგმილი იყო, მაგას დაამატებენ 60ს ან უმტიტის და ეგაა.
    ცალკე დემბელეში, რაკეტაში, ვიდალში, ფირპოში, რაფინიაში და ალენიაში შემოსული თანხა, რაც ალბათ 200 მილიონს მიუკაკუნებს უნდა მოახმარონ აუარს/დებეეკს, უპამენკოს და ცოტა დაიტოვონ მომავლისთვის (ლაუტაროსთვის)
    ეს იქნება სწორი სატრანსფერო პოლიტიკა და რავი..
    გვეყოლება შტეგენი/ნეტუ, სემედუ/რობერტო პიკე, ტოდიბო, ლენგლე, უპამენკო, ალბა/კუკურელია, დე იონგი/ბუსკეცი, არტური, კოუტინიო, დებეეკი/აუარი, პუჩი, ნეიმარი, მესი, სუარესი, ტრინკაო, ფატი და ბეიტვეიტი(სკამისთვის იდეალურია). მგონი ძალიან მაგარი შემადგენლობა დადგება🤔 და მაინც სანამ წესიერ მწვრთნელს არ მოიყვანენ არაფერიც არ გვეშველება.

  • shu1987
    schedule 01 აპრ 2020, 19:23
    #7

    ციტატა: M10 S9 D11
    ხელი არ დაედოს ვიდალს და სემედუს


    სემედოს ხო აუცილებლად ძირითადის კაცია მანამ სანამ ემერსონი მოვა, ვიდალს რატო ?? საერთოდ ვიდალისნაირი ნაჯახები ბარსაში რად გინდათ? მერე გინდათ ის ფილოსოფია დაბრუნდეს რაც ბარსას სტილია და როგორ? თუ ვიდალები და რაკიტიჩები პლიუს გადაბერებული ბუსკეცი და პიკე გეყოლება ????

  • M10 S9 D11
    schedule 01 აპრ 2020, 19:18
    #6

    ხელი არ დაედოს ვიდალს და სემედუს

  • Adama traore
    schedule 01 აპრ 2020, 19:13
    #5

    რატო ვყიდით ვიდალს ? ვინმემ პასუხი გამცეს და ფეხბურთის ყურებას შევწყვეტ ან სემედოს ? უმტიტი კი ფორმიდან ძაან შორსაა მარა არ გახსოვთ ხალხო მართლა კედელივით იყო ხო დრო უნდა უპამეკანო და ტოდიბოა დასაბრუნებელია და პიკე ამ სეზონის მერე წასასვლელი

  • shu1987
    schedule 01 აპრ 2020, 19:08
    #4

    ციტატა: Pique_3
    ძაან ბევრია გასაშვებიი,დიდი წმენდაა ჩასატარებელი🙃ალბა ვეღარაა ხოდზე და ანგაუშვან ანკიდე მოუყვანონ კონკურენტი🙃უმტიტი კიდე არვიცი🤷‍♂️არმგონია ეგ ფორმაში შევიდეს🤦‍♂️რობერტო რას აკეთებს ამდენ ხანს გუნდში არვიცი😕რაკიტიჩიც გასაშვებია და ვიდალიც🙃რაფინიას სელტა გამოისყიდის😕ალენია დააბრუნონ და რიკი დააწინაურონ🙏დემბელეს იმედი თუ კიდე ვინმეს აქ არვიციიი🤦‍♂️მესიმ მგონია ცენტრში უნდა ჩამოიწიოს და არტური დეიონგი მესი უნდა იყოს ცენტრში🙂ფლანგები გვჭირდება სასწრაფოდ და წინ გრიზმანი სუარესი ჩაენაცვლება ერთმანეთს🙂ამდენი ხანია ლიგაზე ვერაფერს შვება გუნდი და მართლა მილანის გზას ვადგავართ მგონი😕


    ცენტრს ისედაც ყველა გვიგებს და მესი რო დადგება როგორ ფიქრობ რა მოხდება ?? ისედაც ეზარება სირბილი დადის და ცენტრში რო იაროს დეიონგი-არტური დაიჭერს ცენტრს ??? პირველ რიგში ბუსკეცი უნდა გადასვან სკამზე და დეიონგს ჩააბარონ ეგ პოზიცია ამოწურა ბუსკეცმა თავი და უნდა მიხვდეს ხავიესტაც რო სისწრაფე არ ყოფნიდათ და ვერ ქაჩავდნენ მაღალ ტემპს წავიდნენ ასე რომ ბუსკეცის ბურთის გორაობა და ათასში ერთხელ გამონათება ღუპავს გუნდს, საყრდენ ზონაში რო გუდი სუსტია მთელ გუნდზე და პოზიციებზე აისახება ნუ ფრენკიც ეწირება ბუსკეცს და ვერ გაიხსნა ტიპი უნდა იგრძნოს რომ ლიდერია საყრდენ ზონაში. არტური მარცხნივ და მარჯვნივ ჩემი აზრით ვანდებეეკია მოსაყვანი. მესი ფორვარდის უკან უნდა დადგეს და რომბი შეიკვრება ცენტრში მესი კი ნახევარდაცვის და შეტევის დამაკავშირებელი იქნება და უკეთაც გაანაწილებს შეტევებს გაშლის. წინ გრიზმანი (დემბელე თუ მოიხოდება) მარჯვნივ და მარცხნივ სუარესი(ანსუ ფატი) და ბრაიტვაიტი არაა ცუდი ფორვარდი უნდა დატოვონ არავის ყიდვა არ გვინდა შეტევაში ტრინკაოც მოყავთ ძაან მაგარია შეტევასი ნებისმიერ პოზიციაზე თამაშობს, დაცვასი სემედო(ემერსონი)-ტოდიბო(არაუხო)-უპამეკანო(ლენგლე)-ალბა(ფირპოს მეტი შანსი უნდა მიცენ არაა ცუდი ბიჭი) ბებრების დრო უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ტიპები ძლივს დადიან სირბილი ზედმეტია… ამ ეტაპზე ფულის გადაყრა სხვა ფეხბურთელებში ზედმეტია თუ ვინმე უნდა გუნდს მცველია და უპამეკანოზე უკეთესი არავინაა პლიუს ტოდიბო უნდა დაბრუნდეს.

  • Pique_3
    schedule 01 აპრ 2020, 18:52
    #3

    ძაან ბევრია გასაშვებიი,დიდი წმენდაა ჩასატარებელი🙃ალბა ვეღარაა ხოდზე და ანგაუშვან ანკიდე მოუყვანონ კონკურენტი🙃უმტიტი კიდე არვიცი🤷‍♂️არმგონია ეგ ფორმაში შევიდეს🤦‍♂️რობერტო რას აკეთებს ამდენ ხანს გუნდში არვიცი😕რაკიტიჩიც გასაშვებია და ვიდალიც🙃რაფინიას სელტა გამოისყიდის😕ალენია დააბრუნონ და რიკი დააწინაურონ🙏დემბელეს იმედი თუ კიდე ვინმეს აქ არვიციიი🤦‍♂️მესიმ მგონია ცენტრში უნდა ჩამოიწიოს და არტური დეიონგი მესი უნდა იყოს ცენტრში🙂ფლანგები გვჭირდება სასწრაფოდ და წინ გრიზმანი სუარესი ჩაენაცვლება ერთმანეთს🙂ამდენი ხანია ლიგაზე ვერაფერს შვება გუნდი და მართლა მილანის გზას ვადგავართ მგონი😕

  • El pistolero 9
    schedule 01 აპრ 2020, 18:47
    #2

    ნეტუ 20 მილიონი
    რაკიტიჩი 30 მილიონი
    ფირპო 25 მილიონი
    უმტიტი 50 მილიონი
    125 მილიონი მარტო აქაა ვიდალის და სემედუს გარეშე

  • shu1987
    schedule 01 აპრ 2020, 18:28
    #1

    აუ რა მაგრად აურიეს ტოო, ამის დედაც ტოო ბარსაა თუ ზაგრების დინამო ??? თუ მეტი არ ღირს ბარსას ფეხბურთელი და მეტი დონე არ აქვს რაუნდოდა ბარსაში მაშინ ??? და თუ ბარსაა მაშინ მინიმუმ 50-60 მილიონი მაინც უნდა გადაიხადონ .