მესი: “ბარსელონა ჩემი სახლია”

მესი: “ბარსელონა ჩემი სახლია”

გასული წლის საუკეთესო ბომბარდირი ლეო მესი “ოქროს ბუცით” დააჯილდოვეს. ცერემონიის დასრულების შემდეგ, ლეომ ორგანიზატორებისა და ჟურნალისტების კითხვებს პასუხი გასცა.

–კიდევ ერთი სეზონი, სადაც “ბარსას” მთავარი მოწინააღმდეგე მადრიდის “რეალი” იქნება.

– მადრიდელთა დადარაჯებას გვირჩევნია საკუთარ თამაშს მივხედოთ.

– შარშან 34 გოლი გაიტანეთ. არის თუ არა შესაძლებელი წელსაც იმავე შედეგის განმეორება, ან გაუმჯობესება?

– კარგი კი იქნებოდა, მაგრამ ძალიან რთულია. არც კი ვიცი ოდესმე თუ შევძლებ ისევ ამ ჯილდოს მოგებას. მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ სეზონია ძალიან გრძელი.

– რომელია თქვენი საყვარელი პოზიცია მოედანზე?

– არც კი ვიცი. თითქმის ყველგან კარგად ვგრძნობ თავს, სადაც მწვრთნელი მიმითითებს. ამავდროულად გააჩნია მოწინააღმდეგესაც, თუ ვის ვეთამაშებით. ბოლო რამდენიმე წელია ვატყობ, რომ საგრძნობლად მოვუმატე და ამიტომაც მნიშვნელობა არააქვს თუ რომელ პოზიციაზე მომიწევს გარჯა.

– მიუხედავად ასაკისა, შენ უკვე თითქმის ყველაფერს მიაღწიე

– ეს ჯერ არაფერია. კიდე მსურს მოვიგო იმდენი, რამდენიც აქამდე მოვიგე და უფრო მეტი. რათქმა უნდა არგენტინის ნაკრებთან ერთად ტიტულების მოგება არის ჩემი ერთ–ერთ ოცნება.

– რას ნიშნავს თქვენთვის “ბარსელონაში” თამაში?

– ეს ჩემი სახლია. ძალიან ბედნიერი ვარ აქ. 13 წლის ვიყავი, როცა ბარსელონაში გადმოვედი საცხოვრებლად და ეხლაც იქ ვარ სადაც მსურს.

– რითი დაგამახსოვრათ თავი ფრენკ რაიკარდმა?

– ფრენკთან შეხვედრა და მუშაობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მას სწამდა ჩემი და ბოლომდე მენდობოდა, რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ წინსვლაში. რაიკარდის მადლიერი ვარ, მას ესმის ეს სფერო, ბევრს მუშაობს და წარმატებასაც აღწევს.

– რა შეიცვალა გუარდიოლას მოსვლის შემდეგ?

– ჩვენ ორი სეზონი ჩავაგდეთ. გასახდელში ყველანი დათრგუნული და დაძაბული ვიყავით სულ, არაფერი გამოგვდიოდა, პეპმა კი შეგვმატა ის, რაც ასე გვესაჭიროვებოდა, მოტივაცია და სულისკვეთება.

– რატომ განსხვავდება “ბარსას” მესი არგენტინის მესისგან?

– “ბარსელონაში” ძალიან დიდი ხანია ვთამაშობ. გუნდელებს ძალიან კარგად ვიცნობ და ვუგებთ ერთმანეთს მოედანზე. ნაკრებში ცოტა სხვაგვარად დგას ეს საკითხი ჩემთვის, მაგრამ ვცდილობ ბოლომდე, რომ ესეც გამოვასწორო. იმედი მაქვს, რომ ნაკრებშიც ისევე წარმატებით ვითამაშებ, როგორც “ბარსაში”.

– დიეგო მარადონამ ისევ გამოთქვა არგენტინის ნაკრების გაწვრთნის სურვილი

– ყველამ კარგად ვიცით, რომ დიეგოს დიდი სურვილია ნაკრებში დაბრუნება, მაგრამ ვერც მე და ვერც ჩემი გუნდელები ამ საკითხს ვერ ვჭრით. ეს არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია.

– როგორც აღნიშნე, სულ პატარა იყავი, როდესაც ბარსელონაში გადმოხვედი. ხომ არ გაგიჭირდა სხვა ქვეყანაში გადასვლა?

– არა, სიმართლე გითხრათ არა. მენატრებოდა ჩემი სახლ–კარი, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც დავრჩი კატალონიაში. გამიმართლა იმაში, რომ ადრე მქონდა დებიუტი “ბარსას” შემადგენლობაში და მას შემდეგ ყველაფერი მშვენივრად ამეწყო.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • Rick Sanchez
    03 თებ 2023, 16:39

    არ დაბრუნდება უცხოპლანეტელი შანსი არაა

  • Frenkie de Jong_
    03 თებ 2023, 15:47

    სანამ ლაპორტა აქაა არ ფაბრუნდება. და ლაპორტა როცა წავა ლამის 40 ის იქნევა. ტეხავს მესსი კარიერსს სხვა გუნდში არ უნდა ამთავრებდეს

  • nika 54
    03 თებ 2023, 14:35

    ეს შეგვიძლია იმის მინიშნებად მივიღოთ, რომ მესი კარიერის დასრულებამდე "ბარსელონაში" დაბრუნებას არ აპირებს.
    ამ განცხადების გარეშე არ ჩანს რო არ აპირებს? თუ რამე წინადადებით მიმართეს? იქნებ ელოდებიან თვითონ ითხოვოს ბარსაში დაბრუნება.
    საერთოდ რატომ უნდა დაბრუნდეს გიჟი ხო არ არის, აგერ რონალდუს გუნდის მეტოქე კლუბი 300 მილიონს სთავაზობს წელიწადში. მითუმეტეს მესის დაბრუნებით გუნდში არაფერი აღარ შეიცვლება, გუნდი მაგაზე ვერ გადაეწყობა და არც სურვილი არ ჩანს ამისი.

  • რაპინია
    03 თებ 2023, 13:47

    ბორდალასი მარსელინიოს მსგავსად კარგი მწვრთნელი იყო და ამ კატასტროფულ მდგომარეობაშიც კი თასის ფინალში გაიყვანა გუნდი და რაღაც ხელწერა ჰქონდა გუნდს. გატუზოს ხელში კი სულ დაიღუპნენ. რა კატასტროფა არის ეს ლიმი, ლეგენდებით დაწყებული ფანებით დამთავრებული ყველა აგინებს ტო. გუნდი გააღატაკა, ესპანეთის ყველაე დიდი ისტორიით ბარსელონას და რეალის შემდეგ რა დაამგვანა და მაჩანჩალა გუნდების საშუალო ტალანტებზეც ვეღარ იწევს უკვე ვალენსია. ბოლო წლებში სევილიას, ბილბაოს და სოსიედადს ბევრად უფრო იოლად გამოსდით ახალგაზრდა ესპანელი თუ სამხრეთ ამერიკელი ტალანტების გაზრდა ვიდრე ვალენსიას.
    😡

  • Tamo
    03 თებ 2023, 13:43

    ეგება ბიჭო ნამიოკებს გვირტყავს და პირდაპირ არ გვეუბნება,ზაფხულში მოიყვანონ ამ მძორებმა…ამ კაცს სხვაგან როგორ უნდა დაასრულებინონ კარიერა

  • რაპინია
    03 თებ 2023, 13:09

    ისე ბიჭო ლა ლიგის 19 თამაშში მხოლოდ 7 გოლი გვაქვს გაშვებული ბიჭო. 😀😀😀😀 19 თამაშში მხოლოდ 7 გოლი გავუშვით და იმ 7 გოლიდან 3 გოლი რეალთან გავუშვით და ანუ გამოდის, რომ 18 თამაშში მხოლოდ 4 გოლი გვაქვს გაშვებული ბიჭო და აქ ხალხი ხავის და გუნდს მაინც აგინებს. 😀😀😀😀😀😀😀😀 19 თამაშში გაშვებული მხოლოდ 7 გოლი. სასწაული შედეგი არის. ბრავო ბიჭებს და აქ კიდევ ფარჩაკი მანჩესტერის გეშინიათ. 😀😀😀😀😀😀😀

  • Pirat❤️💙
    03 თებ 2023, 12:34

    ეს არ გაახანგრძლივებს კონტრაქტს მარა დიდი ალბათობით ბარსა მაინც ვერ გაიფორმებს ჯერ *ლე ლაპორტას გამო და მერე *ლე ტებასის სანქციების გამო🤦

  • პეპ გუარდიოლა
    03 თებ 2023, 12:30

    სანამ ეს ჩათ*ახი ლაპორტა ეგდება კლუბის პრეზიდენტად არამგონია ლეო დაბრუნდეს.

  • Moriba
    03 თებ 2023, 12:06

    ეჰჰჰ ხანდახან ვუყურებ პსჟ თამაშს და აი ყველა ხედავს რო არუსწორდება იქ თამაში დადის და თითქოს არც ინდომებს რო გოლი შეაგდოს არ გაახანგრძლივო რაიქნება და დაბრუნდე ჩვენთან ლეო👑❤️🥲მაგრამ იქნება მანამდე ტებასი დავბრიდოთ მაგის დედას შეუვარდა ზალაში ტიტველი უმტიტი

  • Andria
    03 თებ 2023, 11:23

    ეჰჰ სირცხვილია ლეო მანდ რო გიწევს თამაში რავქნათ ასეთია ცხოვრება. შენდა ბარსა ხართ განუყრელი ერთი ორგანიზმი