პიკე: "ბუფონმა "ოქროს ბურთი" დაიმსახურა"

პიკე: "ბუფონმა "ოქროს ბურთი" დაიმსახურა"

"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე მიიჩნევს, რომ "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების კარის დარაჯმა, ჯანლუიჯი ბუფონმა "ოქროს ბურთის" მოგება დაიმსახურა.

"კარგი იქნებოდა, "ოქროს ბურთი" ბუფონს მოეგო. მას ისეთი ტურნირები აქვს მოგებული, როგორიც იტალიის ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატია. ახლა კი, მას ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსიც აქვს.

ბუფონმა ეს ჯილდო თავისი კარიერასა და კონკრეტული სეზონის გათვალისწინებით დაიმსახურა. კარგი იქნება, ლევ იაშინის შემდეგ, ეს ჯილდო კიდევ ერთმა მეკარემ მოიგოს.

კიდევ ვინ შეიძლება მოიგოს "ოქროს ბურთი"? მესი მსოფლიოში და ისტორიაში საუკეთესოა. ამ სეზონში მან "ოქროს ბუცი" მოიგო იმის გამო, რომ საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის მეორე ჯილდოსაც იმსახურებს.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ორი დიდი გუნდი დაუპირისპირდება. "იუვენტუსი" უკვე დიდი ხანია პროგრესირებს. ტურინელებს ისეთი დიდი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორიც ბუფონია. მას ამ ჯილდოს პირველად მოგება უნდა." - ციტირებს პიკეს სიტყვებს AS.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    msajdridista
    სტუმარი [?]
    #9 23 მაისი 2017 23:24
    0
    ronim ara gei naldom
    msajdridista
    სტუმარი [?]
    #8 23 მაისი 2017 23:23
    0
    msajdridistebma moiges 2012 clis mere dzlivs laliga da gai?ves tavze egirsat patarebs ragaca vai tkvens patrons 21 saukuneshi pikes imdeni tituli ak ramdnis mtlian msajdrids ertad ara ase ro zogzogiertis vai madridistas azrebi da laparaki pikes sul madridze kidia da rac sheexeba mimartvebs gachempionebis shemdeg pikes mimart magaze pasuxs 27 ricxvshi madridshi gagcemen samefo tasze da iuve ro chgixvinchiprochebt ligaze mere ichikchikebt da vin gaiinebs vnaxavt da lliga auvardat tavshi bavshvebs nu gavamtyunebt megobrebo kuleebo xom icit unaxavma ra naxao didi viris ??e naxao

    buka buka nu nu
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #7 23 მაისი 2017 15:34
    0
    ჯიჯი არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და ნამდვილად იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვას
    NewEraFCB
    სტუმარი [?]
    #6 23 მაისი 2017 14:53
    0
    ლიგის მოგებასაც იმსახურებს
    theodore bagwell
    სტუმარი [?]
    #5 23 მაისი 2017 14:44
    0
    Leo tu ara jiji iasna aba afsaitidan da cariel karshi shergelashvilic ki itans
    Culé [?]
    #4 23 მაისი 2017 12:44
    0
    რონალდო სამეულში არუდნა შევიდეს!!! მესისია ოქროს ბურთი ამ საიტზე ბევრი ბუფონისკენიაა როგორც ვატყობ ვიდრე მესის!!!
    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    Anamaria
    სტუმარი [?]
    #3 23 მაისი 2017 12:29
    0
    წელს ქალბატონი ხდება საუკეთესოsmileსეზონის დასაწყისში ვამბობდი იტალიური ფეხბურთი თავის სათქმელს იტყვისთქო ხოდა თქვა smile
    10 leo
    სტუმარი [?]
    #2 23 მაისი 2017 12:14
    0
    მემგონი ფუფონი ყველაფერს იმსახურებს რაც კი არსებობს.იმედია წელს ლიგას აწევს ძაან გამიხარდება.თუ ესე მოხდა ოქროს ბურთის კანდიდატიც გახდება.
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #1 23 მაისი 2017 12:07
    0
    მართალია ეს კაცი:)) ისახურებს ჯიჯი და აუცილებლადაც აწევს ამ თასს თუ რეალი 12 კაცით არიქნება