ბარტრას ჯერ კიდევ აქვს იმედი

ბარტრას ჯერ კიდევ აქვს იმედი

მარკ ბარტრა გამარჯვების შემდეგ "ბარსა ტვ-ს" ესაუბრა და განაცხადა, რომ ლა ლიგის მოგება ჯერ კიდევ შესაძლებელია: "ეს მოგება ნიშნავს, რომ იმედი ჯერ კიდევ გვაქვს. ვამაყობ თანაგუნდელებით. ამ მატჩის მოგება ადვილი არ იყო."

ბარტრამ ადურისის გოლის შემდგომ რეაქციაზე ისაუბრა: "ყოველთვის პოზიტიური ვარ. ადურისის გოლის მიუხედავად, მაინც ვფიქრობდი, რომ მოგება შეგვეძლო. ჩვენ "ბარსა" ვართ. ყველაფერი გავაკეთეთ და უდიდესი მონდომებით ვიბრძოლეთ."

პედროს გოლამდე გუნდმა ბევრი შანსი ვერ გამოიყენა. "თითქოს, ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა." ბარტრა მოხარულია იმით, რომ "ბარსას" კიდევ შეუძლია ტიტულისათვის ბრძოლა.

მარკმა ბეილის გოლზეც გააკეთა კომენტარი: "მის წინააღმდეგ უფრო ძლიერად უნდა მეთამაშა, მაგრამ ფეხი მტკიოდა."

ბარტრას აზრით, მან ამ სეზონში დიდი პროგრესი განიცადა: "თანაგუნდელების, მწვრთნელისა და პუიოლის რჩევების წყალობით ბევრი ვისწავლე. მოხარული ვარ და იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ დიდი ხნით დავრჩები."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 31 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.