"ბარსელონას" ახალი ფორმის პრეზენტაცია

"ბარსელონას" ახალი ფორმის პრეზენტაცია

"ბარსელონამ" და ნაიკმა კატალონიური კლუბის ახალი ფომრის პრეზენტაცია მოახდინეს. ამ ფორმით "ბარსას" ფეხბურთელები 2013-2014 წლების სეზონში ითამაშებენ.

ბოლო წლების ტრადიციისგან განსხვავებით, როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფორმა დაზოლილია. საშინაო ფორმის ფერები ტრადიციულია - მუქი ლურჯი და ბროწეულისფერი. რაც შეეხება გასვლით ფორმას, მისი ფერები კატალონიის დროშის ზეგავლენით შეირჩა.

ნაიკი ბუნების დაბინძურებასთან ბრძოლას განაგრძობს და ამ კომპანიის ახალ ფორმებშიც, გამოყენებულია პლასტიკატის ბოთლების ნაწილაკები.

ახალი ფორმები მაქსიმუმ 150 გრამს იწონის, რაც მის წინამორბედზე 23%-ით მსუბუქია. ახალი ფორმა აგრეთვე არის 20%-ით უფრო გამძლე და მოქნილი. ახალ ფორმებში კვლავაა გამოყენებული ნაიკის Dri.Fit ტექნოლოგია, რომელიც ფეხბურთელებს სიგრილისა და სიმშრალის შენარჩუნების საშუალებას აძლევს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.